სამართალი
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

avaria_7რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად „ტოიოტაში“ მჯდომი 4 მგზავრიდან 3 ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავებული საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

58 წლის ლავრენტი მორჩილაძეს საავადმყოფოში მიყვანისას მრავლობითი ჭრილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

გარდაცვლილთა ცხედრები წუხელვე გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავარიის გამომწვევი მიზეზები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.