აქტუალური
კელი დეგნანი: არ ვიცნობ მარშალ ქომინსს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის მოქალაქის, მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების საკითხზე დასმულ კითხვას.

დეგნანის თქმით, საელჩოსთან არავისგან, მათ შორის აღნიშნული პიროვნებისგან არ ყოფილა კონტაქტი.

ამასთან, როგორც დეგნანმა აღნიშნა, საელჩოს არ აქვს მონაცემები ყველა ამერიკელზე, ვინც საქართველოში ჩამოდის.

არასდროს გამიგია ამ საქმის შესახებ, რაზეც ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან ისაუბრა. არავისგან ყოფილა კონტაქტი ჩვენთან, მათ შორის ამ პიროვნებისგან. ჩვენ ვპასუხობთ ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც დაუკავშირდებიან საელჩოს დასახმარებლად. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები ყველა ამერიკელზე, ვინც საქართველოში ჩამოდის. საქართველო გასაოცარი ადგილია სტუმრობისთვის და უამრავ ადამიანს სურს საქართველოში ჩამოსვლა. არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს. არაფერი ვიცოდით ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეგნანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.