პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციას აფხაზეთთან მიმართებაში არეშიძის ინიციატივის კომენტირება არასერიოზულად მიაჩნია

manjgaladze2პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას აფხაზეთთან ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით ექსპერტის კავკასიის საკითხებში – მამუკა არეშიძის, ინიციატივის კომენტირება სთხოვა, რის საპასუხოდაც მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება პრეზიდენტის ადმინისტრაციას არასერიოზულად მიაჩნია“.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.