სამართალი
საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორბლის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე მოიხსნა. აღნიშნული შეზღუდვა დღეიდან ძალაში აღარ არის. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალა. ქერთან დაკავშირებით აკრძალვა მალევე მოიხსნა, თუმცა ხორბალზე ამ დრომდე ძალაში იყო.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განმარტა, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არანაირი რისკი აღარ არსებობს, შესაბამისად, აღნიშნული აკრძალვის აუცილებლობაც აღარ დგას.