აქტუალური
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე ქვეყნის ელჩებისგან რწმუნებათა სიგელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად, პუტინს რწმუნებათა სიგელი აფხაზეთის ე.წ. ელჩმაც გადასცა.

აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია. მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღებს – რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების ხელმოწერის 15 წლისთავს. რუსეთი გააგრძელებს თავის თავზე აღებული აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.