პროკურატურამ ოქრუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარეს ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა ედება. აღნიშნული დანაშაული კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის I ნაწილით არის გათვალისწინებული“.
„კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ“, – აცხადებენ პროკურატურაში.