პოლიტიკა
პრემიერი: პოლიციაზე თავდასხმა - ესაა მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი და გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ქონდა პოლიციის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ, ესაა მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც.

ასევე თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული, მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი მათი რა თქმა უნდა იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც რა თქმა უნდა, არავის გამოუვიდა და გამოუვა. რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებულები იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორს მიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც“, - განაცხადა პრემიერმა.