პუბლიკაციები
მაზოხისტები ხართ, ბიჭებო, თუ ღადაობთ? - არნო ხიდირბეგიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერშიპს მიმართავს

   “არ მეგულება არავინ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ჩემნაირი წონადი იდეოლოგიური მხარდაჭერა გაუწია, ამიტომ სრული უფლება მაქვს ვკითხო პარტიის ლიდერშიპს, რომლის ამომრჩეველიც ვარ - ბიჭებო, თქვენ მაზოხისტები ხართ, თუ ასე ღადაობთ?! კარგი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, გახარია და კიდევ ბევრი, შედარებით დაბალი რეგისტრის კატასტროფული საკადრო შეცდომის ჩამოთვლას არ ვაპირებ, მაგრამ თქვენსას რომ არ ეშვებით?!

ბოლო მაგალითებს მოგიყვანთ მარტო, რომელიც ამაღლების ქუჩიდან ნაღდად არ დაშვებულა და ცოტა შორიდან დავიწყებ. ტელეკომპანია „კავკასია“ ცაცკალი ცოლ-ქმრის ორღობის ტელევიზია რომ არ არის, ერთადერთი ჭორიკანა გადაცემით, ჯერ 2007 წელს მიხვდით, როცა ახუმ და ჯანგიროვამ სააკაშვილის მიერ გამომცემლობა „სამშობლოდან“ გაგდებულებიდან ერთადერთებმა სააკაშვილისგან კომპენსაცია მიიღეს - 700 თუ 800 ათასი ლარი თუ დო-ლარი! იმის მერე დღემდე „კავკასია“ - გადასახადების მსხვილ გამახდელად ირიცხება!

მეორედ დავრწმუნდით - რა გაიძვერებიც ყოფილან, როცა სააკაშვილის დავალებით 2010 წელს ღია ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები დააპატიმრებინეს, რაშიც მთავარი როლი მანამდე უცნობმა, გაურკვეველი წარმოშობისა და კარიკატურული გარეგნობის ალეკო ელისაშვილმა იკისრა. ამით ამ პოლიტიკურმა კახპამ სახელი, როგორც ყველაზე ბინძური დავალებების შესანიშნავმა შემსრულებელმა, გაითქვა! ეს გნიდური ნიჭი ახალმა ხელისუფლებამაც არ დაუკარგა და ელიკო ალისაშვილი გააპარლამენტარა, თანაც - ორჯერ!

გამოვტოვებ პარლამენტარი ელისაშვილის დიდ და პატარა გოთფერნობებს, მაგალითად, როგორიცაა ოპოზიციის ერთიანობის დანგრევა - პარლამენტში თავისი არარსებული პარტიითა თუ ფრაქცით შესვლა, და პირდაპირ ბოლო გაიძვერობებზე გადავალ. როცა ტერორისტების პრეზიდენტი-რეზიდენტი 30 მარტს ქართველებს ენას, მამულსა და სარწმუნოებას საპარლამენტო ტრიბუნიდან შეურაცხჰყოფდა, ეს ხარბი ქლესა ტრიბუნაზე აძვრა და იქიდან სალომეს სიყვარული აუხსნა! სალიც დანებდა და მეორე დღესვე გრძელცხვირა თან, ლიეტუვაში წაიღო, სადაც ვიზიტით „ოცნების“ მორიგ ჯერზე სალანძღავად ჩავიდა! ასე ეღირსა ალეკო პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს (აქამდე მარტო კოჯრის ტყეში ორი დღე „დეშეკას“ ანგრევდა - ვითომ უკრაინაში ომობს), თუ ეს „სვაძებნი პუტეშესტვიე“ იყო?! მართალია, რომ ორი წყვილი - გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე, სალომე ზურაბიშვილი და ალეკო ელისაშვილი - ქორწილს ერთად იხდიან და მეჯვარედ „ქართული ოცნების“ სახეები ეყოლებათ?

მაგრამ „ოცნების“ მეორე მაზოხისტურმა ნაბიჯმა საერთოდ დახურა! „ჩვენ სახალხო დამცველის კანდიდატურა არ გვყავს და გვჯერა, რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნება!“ - აცხადებდა„ოცნება“ და ომბუდსმენად, ხუმრობის გარეშე, ელისაშვილის პროტეჟე გაიყვანა. მეორე დღეს ამ „ღირსეულმა ომბუდსმენმა“ 7-9 მარტს ტერორისტების-პუტჩისტების-უცხოეთის აგენტების უფლებები დაიცვა, ლამის პარლამენტი და პოლიციელები რომ გადაწვეს, და მერე „ვივა მედში“ სააკაშვილის უფლებების დასაცავად გაიქცა! დღეს კიდევ ეს „ღირსეული ომბუდსმენი“ თავისი წინამორბედის - „ცერეუ“-ს ჯაშუშის, ლომჯარიას მიერ მომზადებული წლიური ანგარიშის პრეზენტაციას მართავს და ურცხვად აცხადებს, რომ 347-გვერდიან, 31-თავიან და 2-დანართიან დოკუმენტში ერთ სიტყვაც არ შეუცვლია - ასე მოსწონს და ეთანხმება...

   და ბოლო „ლუკმა“ - დღესვე, 3 მარტს, ელისაშვილის „ღირსეული“ ომბუდსმენი გიორგი იოსელიანი თავის, ანუ სახალხო დამცველის მოადგილედ... ელისაშვილის დისშვილს - ნათია ჯულაყიძეს ნიშნავს! მერე რაო, რა მოხდაო?! ახუს, ანუ აქუბარდიას ქალიშვილი „ენჯეო“-დან პირდაპირ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ არ ხიეს რო?! და მერე - პარლამენტარად ნიანგი ვაშაძის ურადიკალურესი პარტიის სიით, დღეს რომ „ოცნებას“ აგიმებს და სალომეს ადიდებს?!“ - წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

2023 წლის 3 აპრილი

საქართველო, თბილისი