აქტუალური
საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიკალური ოპოზიციის ოთხი ტელეკომპანიიდან ერთ-ერთის, „პირველის“ ტელეწამყვან დიანა ტრაპაიძეს. აშშ-დან ახლახან დაბრუნებულმა ზურაბიშვილმა გააჟღერა ტრაფარეტული ანტირუსული და ანტიქართული შტამპების სრული ნაკრები, რომლებიც დიდი ხანია ერთმანეთს ემთხვევა. თავს დაესხა რა ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაადანაშაულა იგი პრორუსობასა და არადემოკრატიულობაში, დასავლური მისწრაფებებიდან განდგომაში, ზურაბიშვილმა არაორაზროვნად მიანიშნა, რომ შეიწყალებს საკუთარი ტელეკომპანიის (ოთხი ოპოზიციური ტელეკომპანიის ლიდერის - “მთავარი არხის“) გამქურდავ გენდირექტორ ნიკა გვარამიას, სააკაშვილის რეჟიმის მთავარი პროკურორის მოადგილეს.