საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო ნორმალიზაცია „მთლიანობაში ხალხის ინტერესებს შეესატყვისება“, - ამის შესახებ მიხაილ გალუზინმა RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მან საქართველოში მარტის საპროტესტო გამოსვლები დააკავშირა დასავლეთის მისწაფებასთან „შეარყიოს სიტუაცია“ ქვეყანაში, მიმართოს მისი ხელისუფლება უკრანინისადმი აქტიური მხარდაჭერისა და რუსეთთან კავშირების გაწყვეტისკენ.
„დარწმუნმებულები ვართ, რომ საერთო ისტორიითა და კულტურით გაერთიანებული, მილიონობით ადამიანის ბედით გადაჯაჭვული რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, სრულად შეესატყვისება ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს“, - განაცხადა გალუზინმა.
მინისტრის მოადგილის სიტყვებით მოსკოვსა და თბილისს შორის „გარედან მზარდი ზეწოლისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად“ ორ ქვეყანას შორის კავშირები ვითარდება, უპირველს ყოვლისა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ამის მაგალითად რუსი დილომატი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას ასახელებს, რომელიც 2022 წელს სულ მცირე ნახევარჯერ გაიზარდა.
მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და თბილისის ერთობლივი მუშაობა „ორ სახელმწიფოს შორის ერთადერთი მოქმედი მაგისტრალის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფად“ „რუსულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობის" მაგალითია.
„ქართული მხრიდან მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობა, ჩვენი მხრიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება. საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ მოხდეს ამ სატრანსპორტო არტერიის სიმძლავრის შემცირება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი სიტყვებით, ორი ქვეყნის საერთო ყურადღების ცენტრში რჩება „სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომლებიც განიხილება მრავალმხრივ ფორმატში აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით. მიმდინარეობს ამიერკავკასიის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში".
მიხაილ გალუზინმა კომენტარი გააკეთა ასევე იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოში ბოლოდროინდელმა საპროტესტო გამოსვლებმა რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე.
„მარტის საპროტესტო აქციების უკან ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, შეარყიოს ვითარება რესპუბლიკაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას, გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან“, - განაცხადა მან.