სამართალი
ირაკლი კობახიძე: ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება გაუგებარი განცხადებები

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევლენ.

სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეს მხრიდან ხშირად კეთდება ხოლმე გაუგებარი განცხადებები. შეიძლება აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. არ გვინდა, რომ პრეზიდენტთან კინკლაობაში შევიდეთ იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თავად არ უფრთხილდებოდეს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ამასთან, მან უპასუხა დასმულ შეკითხვას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა დასაგმობია.

ასევე, რა თქმა უნდა, დასაგმობია ნებისმიერი მცდელობა ვიღაცამ, რაღაც მოვლენა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, - აცხადებს კობახიძე.

კობახიძის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ პრეზიდენტის განცხადება გაუგებარია.

ეს განცხადებაც გაუგებარი იყო. როდესაც საუბარია ხელისუფლების მხრიდან ამის წახალისებაზე, ეს აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებაა. სინამდვილესთან არაფერი კავშირი აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე - უნდა დაისაჯოს თუ არა ვინმე, მათ შორის, გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ სამართლებრივი საკითხებს ის ვერ უპასუხებს.

რისთვის უნდა დაისაჯოს [„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი]? მე აუდიოჩანაწერი არ მომისმენია. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, ეს სამართლებრივი საკითხები უნდა მოიკითხოთ სამართლებრივად. მე სამართლებრივ პასუხებს ვერ გაგცემთ. თავისთავად, როცა ხდება გარკვეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ხდებოდა ხოლმე იმის იდენტიფიცირება, რომ კეზერაშვილის ცოლის ძმა ყოფილა დაკავშირებული იმ ადამიანთან, რომელიც აგორებს ამ კამპანიას... კეზერაშვილმა და მისმა ცოლის ძმამ მიხედონ საკუთარ დანაშაულებს“, - განაცხადა კობახიძემ.