საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის ბრალდებას უპასუხა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ, ამდენი ხანიც აღარ შეიძლება რაღაცების წაყრუება და ღარიბაშვილს ვუჩივლო სასამართლოში. მან ცილი დამწამა, რომ მე მაქვს 100 000 დოლარი აღებული ნაციონალური მოძრაობიდან და მოუწევს ამის დამტკიცება. ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიაში შევა, როგორც ირაკლი შეწერილი. ვერ დაადასტურებს ამას, რადგან, რაც ბუნებაში არ ყოფილა, როგორ უნდა დადასტურდეს.
ვიცი, რომ ლომის ხახაში ვყოფ თავს. ვიცი, რომ მექნება ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის სასამართლოდანაც. იქნება სიბინძურეები ჩემს წინააღმდეგ, ბიბლიური მასშტაბით ჩაიდენენ სიბინძურეებს, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. რაც მთავარია, მხარს მიჭერენ ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები და უბრალო ადამიანები. დიდი თანადგომა მივიღე უცნობი ადამიანებისგან. არა იმიტომ, რომ გამონაკლისი ვარ, უბრალოდ, სიმართლე ვუთხარი მათ და ის, რომ სიმართლეზე ასე რეაგირებენ, ეს უკვე დასასრულის დასაწყისს ნიშნავს.
ირაკლი ღარიბაშვილო, მე შენ ჩამოგყვები ბოლომდე. წარმოდგენა არ გაქვს, ამხანაგო ღარიბაშვილო, ვის დაუპირისპირდი და როგორ დაუპირისპირდი”, - განაცხადა სანიკიძემ.