დასუფთავების გადასახადის ხიდაშელისეული ფორმულა
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი თბილისის ხელისუფლებას დასუფთავების გადასახადთან დაკავშირებულ მანიპულაციებში ამხელს და აცხადებს: „ჩემი ფორმულა ასეთია – დავთვალოთ, რა ჯდება დასუფთავება; დავთვალოთ, რა მოცულობის ნარჩენები გროვდება ქალაქში; დავთვალოთ ადამიანების რაოდენობა თბილისში. ამ სამი მონაცემით დავადგენთ გადასახადს – ეს ხომ მარტივი არითმეტიკაა. დასუფთავების ხარჯებისა და ნარჩენების რაოდენობა ვიცით; ერთადერთი, რაც არ ვიცით, ადამიანების რაოდენობაა ამ ქალაქში. ჰოდა, დავთვალოთ! ხელისუფლება სწორედ ამას გაურბის – თუ ადამიანების რაოდენობა დაზუსტდება, მაშინ ხომ ცხადი გახდება, როგორ აყალბებდნენ არჩევნებს. ამიტომ იგონებენ ახალ სქემებს, რაც ულოგიკო, უასამართლო და უთანასწოროა“.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალი ტარიფი 1 ივლისიდან ამოქმედდება.
თინათინ ხიდაშელის განაცხადებით, იგი არ შეეგუება ამ გადაწყვეტილებას და გაასაჩივრებს ან თბილისის საკრებულოს თბილისელთა პეტიციით მიმართავს.