პოლიტიკა
რუსეთი ფეხზე აყენებს აფრიკის ხალხებს, ფეხზე დააყენებს უკრაინასაც - არნო ხიდირბეგიშვილი

     ბევრი, ვინც შეცდა და დატოვა რუსეთი, დაბრუნდება, - თქვა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა ბელორუსულ ტელეარხთან ინტერვიუში, - თუ ნამდვილი მოქალაქე ხარ, სამშობლოს გარეშე ვერ იცხოვრებ, თუნდაც ის ათასჯერ მტყუანი იყოს. ხოლო ვინც არ დაბრუნდება, ის რუსი არასოდეს ყოფილა. გადაცემა კვირას გამოვა, ახლა კი ანონსის სახით მკითხველს რამდენიმე ფრაგმენტს ვთავაზობთ.

   „მეკითხებით - როდემდე გაგრძელდება ომი. ჯერ კიევის მარიონეტების თეატრს ჯარისკაცები დაუმთავრდება და აშშ ომში გაგზავნის მეორეხარისხოვან ევროპელებს - ბალტიისპირელებს, პოლონელებს, ხოლო მეორე ეშელონით - გერმანელებს, ფრანგებს... ნატო ზრდის დაჯგუფებას რუსეთის საზღვრებთან 300 ათას ჯარისკაცამდე, ეს მეტია, ვიდრე რუსეთის მხრიდან მთელი სამხედრო ძალა. როცა ისინი აღარ იქნებიან, ომიც დასრულდება. აღარ იქნებიან იმას კი არ ნიშნავს, რომ დაიღუპებიან, არამედ იმას, რომ უარს იტყვიან ბრძოლაზე. დასავლეთში უზარმაზარი უფსკრულია ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ხალხს არც იქ უნდა ბრძოლა, სწორედ ამ ხალხმა შექმნა მშვენიერი ქალაქები, მრეწველობა, მათი ხელისუფლება კი სხვა ცხოვრებით, ომით ცხოვრობს. როცა ხალხი თავის ხელისუფლებას უნდობლობას გამოუცხადებს, იქ რევოლუცია მოხდება, ან ხელისუფლება თავისით გადადგება“.

   „რატომ მოხდა ეს? საქმე ისაა, რომ სტალინმა დაგვიტოვა საათივით გამართული სახელმწიფო მანქანა, რომელიც თვითონ მიიწევდა წინ, უბრალოდ არ უნდა გაეფუჭებინათ. გავაფუჭეთ, მეტიც, დეტალებად და ჯართად დავიტაცეთ. ახლა მისი აღდგენა გვჭირდება - ბორბლების, საჭის, ძრავის დაბრუნება. არაფერი ახლის გამოგონება არ არის საჭირო!“

   „...ყველაზე დიდი სირთულე ომის შემდეგ დაიწყება. დღეს რუსეთი ფეხზე აყენებს აფრიკის ხალხებს, წამოაყენებს უკრაინასაც. ომის შემდეგ ხალხი გააცნობიერებს დანაშაულის მასშტაბებს - კონტინენტის ცენტრში, აყვავებული ქვეყნის ადგილზე, უკიდეგანო ხორბლის მინდვრებს შორის, მოაწყეს პლაცდარმი და გადაბუგული უდაბნო. პოსტომის სინდრომი ათწლეულების განმავლობაში ვერ დაიძლევა...“.

 2023 წლის 23 მარტი
საქართველო, თბილისი, საქინფორმი