საზოგადოება
ხელმოსაწერ დოკუმენტში იმ საარჩევნო საკითხების ნაწილია ასახული, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიციური „რვიანი“ მსჯელობდა. თუმცა, როგორც ცნობილია, შეთანხმებულ საკითხებში ბიომეტრიული პასპორტები ვერ მოხვდა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეთავაზებებზე თანხმობა მხოლოდ „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ განაცხადეს. „რვიანში“ შემავალი დანარჩენი პარტიები კი „ექვსიანის“ ფორმატში განაგრძობენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლას.