აქტუალური
ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: ენჯეოების განცხადებების მიხედვით, სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები ყოფილან

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ყურადღებით გავეცნობით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა - მხედველობაში მივიღებთ. როდესაც ვამბობ, რომ ყურადღებით გავეცნობით ამ ანგარიშს ე.ი ღირებულება აქვს. ჩვენთვის ობიექტური კრიტიკა ღირებულია, ხოლო თუ კრიტიკა იქნება არაობიექტური, ამ შემთხვევაში სათანადო რეაგირება გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ენჯეოების განცხადებების მიხედვით, სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები ყოფილან. ჯერ მე სააკაშვილთან დაკავშირებით ენჯეოების განცხადებაც არ მომისმენია. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ორი კონკრეტული ბრალისთვის იხდის სასჯელს. ერთი ეხება გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას და მეორე ვალერი გელაშვილის წამებას. გარდა ამისა მას დაუფიქსირდა უკანონო საზღვრის კვეთა და ასევე საქმე აღძრული უმძიმეს კორუფციულ სკანდალთან, რაც მილიონობით ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაზეა საუბარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა არაობიექტური კრიტიკისგან., სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, ჩვენ ამას გავიზიარებთ, სადაც ასეთი არაობიექტური კრიტიკა გვხვდება, აქ გვექნება ჩვენი პასუხები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.