უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვმა "გულდასმით შეისწავლა" პეკინის მიერ შეთავაზებული წინადადებები და “ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებებისთვის“

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი გვაქვს , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს კრემლში მასპინძლობისას განუცხადა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთმა კოლოსალური ნახტომი გააკეთა წინ. მთელ მსოფლიოში ეს იწვევს ინტერესს და, სამწუხაროდ, შურსაც“, - განუცხადა პუტინმა ჩინელ კოლეგას.

მედიის ცნობით, კრემლის ლიდერმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით, რუსეთი მზადაა პეკინის წინადადებები განიხილოს.

ამასთან, პუტინმა ჩინეთის ლიდერს უთხრა, რომ მოსკოვმა "გულდასმით შეისწავლა" პეკინის მიერ შეთავაზებული წინადადებები.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებების პროცესისთვის. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს, მათ შორის თქვენს ინიციატივას“, - დასძინა პუტინმა.

interpressnews.ge