სამართალი
ჯეიმს კლევერლი: მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გახდეს ნატო-ს წევრი

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაცული იყოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება.

აღნიშნულის შესახებ კლევერლიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტმა ჯეიმს კლევერლის ჰკითხა, ხედავს თუ არა საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილების ნიშნებს.

ჩვენ ვიხილეთ ეს კანონი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ის არ პროგრესირებს. როგორც საქართველოს მთავრობის მინისტრებთან განვიხილე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მედიის თავისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება. რა თქმა უნდა,ზოგჯერ ეს ნიშნავს, რომ ისინი იქნებიან მთავრობის მიმართ კრიტიკულები, ეს არის დემოკრატიული პროცესის ბუნებრივი, ნორმალური ნაწილი. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ საქართველოს დემოკრატიული სვლა გრძელდება. გვსურს, ვიხილოთ, რომ საქართველო ხდება უფრო მჭიდროდ ინტეგრირებული ევროპულ ქვეყნებთან და ნატო-სთან. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა და საქართველოს სუვერენიტეტის, თვითგამორკვევის დამცველებმა, განვიხილეთ ის, რაც, ვფიქრობ, საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის, ევროპისა და ნატო-ს ქვეყნების ღირებულებების მხარდაჭერის გაგრძელება“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ამასთან, როგორც კლევერლიმ აღნიშნა, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს ნატო-ს წევრი.

რამდენიმე წელია, ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ გზაზე. ჩვენ ჩავატარეთ ერთობლივი სამხედრო წვრთნები. გაერთიანებული სამეფო იმოქმედებს, როგორც საკონტაქტო ნატო-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ხელს ვუწყობთ დისკუსიას, დამატებით რისი გაკეთება შეუძლია საქრთველოს ნატო-სკენ გზაზე პროგრესისთვის. საბოლოოდ ის, რისი ნახვაც გვინდა, არის უსაფრთხო და დაცული საქართველო, რომლის საზღვრებს პატივს სცემენ და რომელიც თავს გრძნობს დაცულად ევროპულ, ევროატლანტიკურ ქვეყნებთან მეგობრობისა და პარტნიორობის გზით. ეს არის, რისთვისაც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.

ჯეიმს კლევერლის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო ეთანხმება საქართველოს მთავრობის მიდგომას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ და მხარს უჭერს საკითხის გადაწყვეტის მშვიდობიან გზას.

ის, რისი გაკეთებაც გვინდა, როგორც ქეყანას, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს თვითგამორკვევას, არის საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირთან, ნატო-სთან მჭიდრო ინტეგრაციის პროცესში. ვფიქრობთ, ამის გაკეთების ყველაზე ეფექტიანი გზა არის იმის ჩვენება, რა ქმედებები უნდა განახორციელოს მთავრობამ ამ კურსის მხარდასაჭერად. ვიცი, რომ იყო საუბრები, მაგალითად, საქართველოს წინაშე პირდაპირ სამხედრო საფრთხეებთან დაკავშირებით. ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მთავრობის მიდგომაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ და მთავრობა არის მოწოდებული, ეს გადაწყვიტოს მშვიდობიანი გზით. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ამას. ყველაზე ნაკლებად ვისურვებდით, გვენახა კონფლიქტი საქართველოში. ამგვარად, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას ამ საკითხის გადასაწყვეტად და გავაგრძელებთ მუშაობას მთავრობის მხარდასაჭერად, რათა წავახალისოთ დემოკრატიული ჩართულობის უფრო მაღალი დონე, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მეტი თავისუფლება. ეს არის საუკეთესო გზა საქართველსთვის, რომ სრულად ინტგრირებული გახდეს ევროპასა და ნატო-სთან. ეს არის, რაც სურს საქართველოს და ეს არის, რისი დახმარებაც სურს გაერთიანებულ სამეფოს“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.