საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. „პოტენციურ ემიგრანტებს მივმართავ! ეს ხიდირბეგიშვილი არ გახლავთ, ეს პატიოსანი ამერიკელია, სამხედრო მზვერავი, ვისაც ქართველი მეუღლე ჰყავს და ვისაც, თქვენისთანა ქართველებისგან განსხვავებით, საქართველო უყვარს! კარგი ქართველები მაშინ ვიქნებით, როცა 1-ყველა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიას, ტელევიზიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას დავხურავთ; 2-მათ წევრებს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და მედია-საქმიანობას წერილობით ავუკრძალავთ; 3 - და ვინც არ დაემორჩილება, ქვეყნიდან გავაძევებთ - ევროპაში, აშშ-ში, უკრაინაში, სადაც მოესურვებათ! თუ ეს ვერ შევძელით, ერი და ბერი, ხალხი და ხელისუფლება, მაშინ ყველაფრის ღირსი ვიქნებით, აწი რაც მოგვივა! დაუბანეთ ამერიკის ელჩს ფეხები და ნაბანი წყალი დალიეთ, ჩაიხადეთ ტრიკოები და მოემზადეთ, ცივსისხლიანო მონებო და კახპებო, ქაცარავა-სააკაშვილ-ზურაბიშვილებო თქვენა!“, - ასე ეხმაურება თავის Facebook-გვერდზე „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი აშშ-ის საზღვაო ქვეითი კორპუსის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სკოტ რიტერის გავრცელებულ ვიდეოს.