რედაქტორისგან
პატარა საქართველო და „ბოლშაია გრუზინსკაია“: სახელმძღვანელო რუსეთის არარუსი მოქალაქეებისა და ანგლოსექსების მსახური ევროქართველებისთვის — არნო ხიდირბეგიშვილი

   უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც გამუდმებით აშინებენ ქართველ ხალხს რუსული სამხედრო საფრთხით, იტყუებიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთს «სენტიმენტებისთვის» და სანტიმეტრებისთვის არ ცხელა. დიახ, «თბილისში კიევ-პეჩორის ლავრა არ არის», მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრში (ბალისტიკური რაკეტის დამიზნების რუკაზე), მცხეთაში, არის სვეტიცხოველი - ქართველების და რუსების მართლმადიდებლური სიწმინდე. საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი და მთავარი წილხვედრია, რომელიც ქართველებსაც და რუსებსაც ასევე ერთი ჰყავთ, როგორც მისი ძე იესო ქრისტე. რომც დაივიწყოთ გიორგიევსკის ტრაქტატი და გრუზინებში ქართველი უფლისწულებისა და სარდლების წმინდა საფლავები, დავივიწყოთ პეტრე ბაგრატიონი, რომლის სახელსაც უკავშირდება რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება, ქართველები და რუსები 70 წლის განმავლობაში ერთი - საბჭოთა ხალხი იყო, ვინც ფაშიზმი დაამარცხა. ერთიანი რუსი და ქართველი ხალხის სიმბოლოდ რუსი ეგოროვისა და ქართველი ქანთარიას მიერ რაიხსტაგზე აღმართული გამარჯვების დროშა იქცა. რა თქმა უნდა, თბილისი არ გახლავთ „თბილისის რუსეთი“, და არც რუსეთის ფედერაცია ყოფილა ოდესმე „თბილისის რუსეთი“”, მაგრამ დიადი გამარჯვების მთავარსარდალმა - ქართველმა სტალინმა - რუსეთი შიდა და გარე მტრების მიერ დაქსაქსულ აგრარულ ქვეყნად ჩაიბარა და, ქართველ ბერიასთან ერთად, ერთიან, მსოფლიოში ყველაზე დიდ ბირთვულ სახელმწიფოდ აქცია! ამიტომაც არ არის რუსეთი გულგრილი საქართველოს ბედის მიმართ - იმარჯვებს ის, ვის მხარეზეც ღმერთია! მალე მესამე რომი დაამარცხებს მეოთხე რაიხს, ხოლო საქართველო არასოდეს დაემსგავსება ევროპას, სადაც გაცარიელებულ ეკლესიებს იჯარით აქირავებენ რესტორნებისა და მეჩეთებისთვის - ამისთვის კი არ აგვიშენებია ილია მეორის პატრიარქობის დროს ათასობით ახალი ტაძარი!

 

ლომბროოს, ფროიდის და პუტინის მიხედვით

   ქართველი ხალხი ჯერ არ გამოსულა რუსთაველის გამზირზე - ხულიგანი უცხოელი აგენტები და მათი ოპონენტები, რომლებიც ტელევიზიით იხილეთ, ქართველ ხალხს არ წარმოადგენენ. ქართველები კულტურული, განათლებული, სტუმართმოყვარე, ინტერნაციონალური და მახვილგონიერი ხალხია, რომელიც არარეალიზებული სექსუალური ფანტაზიების მქონე არატრადიციული გარეგნობის ეგზალტირებული არსებების შაბაშს ლომბროოს და ფროიდის თეორიების მიხედვით ხსნის. ხოლო პუტინის თეორიის მიხედვით, ქართველებმა, მათმა უმრავლესობამ, ევროპელებისგან განსხვავებით, შეინარჩუნეს დამოუკიდებლობის გენი, ეროვნული ინტერესის ინსტინქტი“. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების კრიტიკის საგანია, როგორც „პრორუსული“ - იმის გამო, რომ არ სურს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებსა და სამხედრო ოპერაციებს. ამიტომაც საქართველოში გრძელდება დასავლური პროექტი - "თბილისის იდანი" (იუგოსლავიაში, ლიბიასა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგის, სააკაშვილის ლობისტის, ბერნარ-ჰენრი ლევის ფორმულირებით), რომლის მიზანიც ურჩი მმართველი პარტია „ქართული ოცნებისგან“ მარიონეტული კოალიციური მთავრობისთვის ხელისუფლების გადაცემაა.

"სახელმწიფო გადატრიალების შესახებსახელმძღვანელოდან

   „ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას „რევოლუციებს“ უწოდებენ. მათ ახორციელებენ ანგლო-საქსები - აშშ და დიდი ბრიტანეთი - ვასალების - ევროპის ქვეყნების - მხარდაჭერით, რათა ხელისუფლება დააკომპლექტონ დასავლეთის ადგილობრივი მარიონეტებით. მარიონეტული ხელისუფლება კომპლექტდება უცხოელი აგენტებით - დასავლური გავლენის აგენტებით, ახალგამომცხვარ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ირჩევენ ე.წ. „სამოქალაქო სექტორიდან“არასამთავრობო ორგანიზაციებიდან (NGO) და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, რომლებიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ, სამთავრობო პროგრამების, ან სახელმწიფო ორგანიზაციებთან აფილირებული ფონდების/ინსტიტუტების ხაზით, გრანტებით ფინანსდება.

საქართველოში ვარდების რევოლუციის, უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციისა“ და ყირგიზეთში ტიტების რევოლუციის პერიოდში სახელმწიფო გადატრიალებებს "ფერად რევოლუციებს" ეძახდნენ, მაგრამ "არაბული გაზაფხულისა" და "ევრომაიდანის" შემდეგ, სადაც ყვავილების კი არა, სისხლის სუნი იდგა, მათ "ფერადს" ვეღარ ვუწოდებთ, ამიტომ უწოდეთ "უცხოელი აგენტების რევოლუციები", რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ.

ხელისუფლების შედარებით „ხავერდოვანი“ შეცვლა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაა, მაგრამ ის შეიძლება გამოყენებული იქნეს „რევოლუციის“ საბაბად (სახელმწიფო გადატრიალების კომბინირებული ფორმა), როგორც ეს მოხდა საქართველოში ზემოხსენებული „ვარდების რევოლუციის“ დროს.

 

საქართველო მილზე დარჩა

უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, იმისთვის, რომ ევროპელებმა (რომლებიც პუტინის თეორიის მიხედვით, რაც მეტად ურტყამენ ცხვირსდა საფეთქელში, მით უფრო ხრებიან და ფართოდ იღიმებიან“), მხოლოდ ამერიკული გაზი იყიდონ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადების“ რუსული მილსადენები ააფეთქეს, ხოლო თურქეთს საშინელი უცნაური მიწისძვრა დაატყდა თავს მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მისი ევროპის გაზის ჰაბად გადაქცევა მოისურვა. აქტუალური დარჩა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები, რომლებიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდის და შემდეგ ევროპას ენერგომატარებლებით ამარაგებს.

ამიტომ, გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ, დასავლელმა „პარტნიორებმა“ საქართველოს უბრძანეს, სრულად შეუერთდეს ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებსა და დასავლურ კოალიციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში - შეიარაღებით, აღჭურვილობითა და ცოცხალი ძალით (საქართველოს მიერ კიევში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება, უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვა საქართველოში, ასევე საქართველოს ხელმოწერა უკრაინის მხარდამჭერი ყველა საერთაშორისო რეზოლუციაზე, თურმე არ ითვლება...). ასე გაუქარწყლდათ ქართველებს ბოლო ილუზიები „დასავლური დემოკრატიის“, „თანასწორი პარტნიორობისა“ და „ევროატლანტიკური ღირებულებების“ შესახებ.

დამოუკიდებელი სახელმწიფოს საქმეებში ასეთმა აშკარად უბოდიშო ჩარევამ საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებლობის გენი, ეროვნული ინტერესის ინსტინქტი“ გაუღვიძა და მან უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებაზე საკმაოდ პრაგმატული მოტივებით - ეს საკუთარი თავისთვის სანქციების გამოცხადებას ნიშნავდა: მარცვლეულის 100%-ის და ენერგომატარებლების სოლიდური ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება, ქართული ექსპორტის ლომის წილი რუსულ ბაზარზე მიდის, მილიონობით გულუხვი რუსი ტურისტი საქართველოს ბიუჯეტს სეზონზე მილიარდობით დოლარით ავსებენ, ხოლო საქართველოს მოქალაქეები რუსეთში მცხოვრები თანამემამულეებისგან თვეში რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობის ფულად გზავნილებს იღებენ. მით უმეტეს, ოფიციალურმა თბილისმა უარი თქვა უკრაინაში რეგულარული ქართული არმიის გაგზავნაზე, ან ცხინვალსა, ჯავაში და გუდაუთაში მე-4 და მე-7 რუსულ ბაზებზე თავდასხმაზე. ამიტომ „ტროიკამ“ – ვაშინგტონმა, ლონდონმა და ბრიუსელმა – საბოლოოდ გადაწყვიტა შეეცვალა საქართველოს ურჩი ხელისუფლება, რომელიც გამოეყო ყირიმის პლატფორმას“ და გამოაკლდა „უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს“ ასოცირებულ ტრიოს.

 

როგორ დაკარგა მიშამ მილიონი და რატომ აღესრულა აკერმანსაქართველოში მივლინებიდან 20 დღის შემდეგ

   საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექს-მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებით, სააკაშვილის დედა მემკვიდრეობით "სსსრ „კა-გე-ბე“-ს 1-ლი განყოფილების აგენტესაა". ასეა თუ ისე, მაგრამ დედიკო გიჟული, უგემოვნო კეკლუცი, ექსპრეზიდენტი მარგველაშვილივით არა მარტო „მდიდარი სექსუალური ცხოვრებით“ ცხოვრობს, არამედ საქმეებსაც გაცილებით უკეთ აგვარებს, ვიდრე სააკაშვილების შეშლილი ოჯახის მთელი მამრობითი ნაწილი! თემურ ალასანიას ღირსეული და, გიჟული რადიკალურ ქართულ ოპოზიციას უძღვება მისი შვილის, მიშას არყოფნაში, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ყველა მცდელობა სწორედ დედიკო გიჟულიმ მოაწყო - ერთი შეხედვით, 75 წლის მოახალგაზრდავო ტუტრუცანამ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ელანდება...

   2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამე“ ამერიკელმა პოლიტტექნოლოგებმა (კოფი, კარპენტერი, კიზინგერი, კრამერი) მოაწყვეს, რომლებიც მანამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდნენ თბილისში გიული ალასანიას მოწვევით, მის მიერ ორგანიზებულ „პოლიტოლოგიის კონფერენციაში“ მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ რევოლუციის მცდელობა ჩაიშალა, ისევე როგორც მიშას მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც 2021 წლის 28 სექტემბერს კიევიდან თბილისში რძის პროდუქტებიანი კონტეინერით ჩამოვიდა.

   რადიკალური ოპოზიციის (5 პარტიის, 4 არასამთავრობო ორგანიზაციისდა 4 ტელეკომპანიისგან შემდგარი ავანგარდის) რევოლუციური უნარების გაუმჯობესების მიზნით, პროფესორი-თურქოლოგი ალასანია 2022 წლის 6-8 აპრილს ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტზე აწყობს ტრენინგს, რომელსაც ატარებს ცნობილი ამერიკელი პოლიტტექნოლოგი და ებრაული წარმოშობის პოლიტბიზნესმენი პეტია (პიტერ) აკერმანი - „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) დამფუძნებელი, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, რომელმაც მოამზადა ბოლივიის, იუგოსლავიის და ეგვიპტის პრეზიდენტების - ევო მორალესის, ობოდან მილოშევიჩისა და ჰოსნი მუბარაქი დამხობა. აკერმანმა დააფინანსა დისიდენტებისთვის რევოლუციების ორგანიზებასთან დაკავშირებული მრავალი ტრენინგი, მათ შორის მის სიცოცხლეში ბოლო - ზემოაღნიშნული ტრენინგი ბაკურიანში, სამაგიეროდ, მიშას გათავისუფლებისთვის გიული ალასანიასგან მილიონი დოლარი მიიღო! სააკაშვილის დედის მიერ ლობისტდა პოლიტტექნოლოგი აკერმანისთვის დაკვეთილი „რევოლუციის“ მთავარი მიზანი სწორედ მისი ვაჟის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გაყვანა იყო. მაგრამ გიული ალასანიას თანატოლი, 75 წლის პიტერ აკერმანი, საქართველოდან შინ დაბრუნებიის შემდეგ 20 დღეში - 2022 წლის 26 აპრილს - მოულოდნელად გარდაიცვალა და სააკაშვილის მილიონი დოლარიმასთან ერთად "მოკვდა"...

   აკერმანის გარეშე დაობლებულმა საქართველოს „სამოქალაქო სექტორმა“, გიჟულის ბრძანებით, მაინც განახორციელა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები - მეტისმეტად ბევრი ფული იყო დახარჯული (გიულის მიერ გადახდილი თანხები სააკაშვილის სხვა ლობისტებს - მარკ ფეიგინს, ბილ ბრაუდერს, ანდრეი პიონტკოვსკის, ანა ფოტიგას, ანდრიუს კუბილიუსის, ვიოლა ფონ კრამონისა და სხვებისთვის - უცნობია). თუმცა, ოპოზიციური პარტიების მიტინგმა რუსთაველზე 2023 წლის 24 თებერვალს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების წლისთავს დაემთხვა, ვერ შეკრიბა მონაწილეთა დაგეგმილი რაოდენობა მთავარი დავალების შესასრულებლად (კლინიკა „ვივა მედის“ შტურმი და სააკაშვილის გათავისუფლება). მაშინ მიტინგზე მიიყვანეს არასამთავრობო ორგანიზაციები და წინდაწინ დაურიგეს ახალგაზრდებს ნარკოტიკები და „მოლოტოვის კოქტეილები“, მაგრამ 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე უცხოელი აგენტების რევოლუციის“ შედეგი გამარჯვებად ვერ ჩაითვლება. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი "FARA laits", რომელიც იმ 3000-დან, ვინც მას "რუსულ კანონად" აპროტესტებდა, არცერთს არ წაუკითხავს, უკან გაიწვიეს, სამაგიეროდ, ახლა ხელისუფლებამ ზუსტად იცის - "რამდენი კბილი აქვს ოპოზიციას პირში".

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 20 მარტი
საქართველო, თბილისი