სამართალი
საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს უახლოეს დღეებში შეხვდეს.
ამის შესახებ აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე.
„მზად ვარ, სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია, შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქ-სტატუსში.
რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აპირებს შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და, სურვილის შემთხვევაში, მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.