პოლიტიკა
ალექსეი დანილოვი: საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიების რუსეთის ძალებისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიების რუსეთის ძალებისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის.

აღნიშნულის შესახებ ალექსეი დანილოვმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო და მოლდოვა რუსეთის გავლენისგან და მათ ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო ძალებისგან უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა გათავისუფლდნენ.

დანილოვმა „უცნაური“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს პუნქტი, რომ რუსეთი უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

მაშინ თქვენ თქვით, რომ ეს თქვენი ტერიტორიები არაა, მაგრამ თქვით ეს საჯაროდ, მთელი სამყაროს გასაგონად. ეს ბიზანტიური მიდგომა, რომელიც ამ დრომდე არსებობდა პოლიტიკაში, წარსულს უნდა ჩაბარდეს“, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

დანილოვმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის გავლენა და რუსული სამხედრო ძალებია, სათანადოდ განვითარება არ მოხდება.

ამის მაგალითია მოლდოვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას ექნება განვითარების პერსპექტივა, ვიდრე ის არ გათავისუფლდება რუსი ოკუპანტებისგან. ამის მაგალითია საქართველო. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები შევიდნენ ასევე საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია – ეს ანალოგიური სიტუაციაა. ეს ტერიტორია აბსოლუტურად დანგრეულია, არ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, რადგანაც ასეთ ტერიტორიაზე, სადაც ტერიტორიული საკითხი არ არის განსაზღვრული, ფულს არავინ დააბანდებს“, – აღნიშნა დანილოვმა.