რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში კიევ-პეჩორის ლავრა არ არის, მაგრამ არის სვეტიცხოველი...

   უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც გამუდმებით აშინებენ ქართველ ხალხს «რუსული სამხედრო საფრთხით», იტყუებიან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთს «სენტიმენტებისთვის» და სანტიმეტრებისთვის არ ცხელა. დიახ, «თბილისში კიევ-პეჩორის ლავრა არ არის», მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრში (ბალისტიკური რაკეტის დამიზნების რუკაზე), მცხეთაში, არის სვეტიცხოველი - ქართველების და რუსების მართლმადიდებლური სიწმინდე. საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი და მთავარი წილხვედრია, რომელიც ქართველებსაც და რუსებსაც ასევე ერთი ჰყავთ, როგორც მისი ძე იესო ქრისტე. რომც დაივიწყოთ გიორგიევსკის ტრაქტატი და გრუზინებში ქართველი უფლისწულებისა და სარდლების წმინდა საფლავები, დავივიწყოთ პეტრე ბაგრატიონი, რომლის სახელსაც უკავშირდება რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება, ქართველები და რუსები 70 წლის განმავლობაში ერთი - საბჭოთა ხალხი იყო, ვინც ფაშიზმი დაამარცხა. ერთიანი რუსი და ქართველი ხალხის სიმბოლოდ რუსი ეგოროვისა და ქართველი ქანთარიას მიერ რაიხსტაგზე აღმართული გამარჯვების დროშა იქცა. რა თქმა უნდა, თბილის არ გახლავთ თბილისის რუსეთი“, და არც რუსეთის ფედერაცია ოდესმე ყოფილა თბილისის რუსეთი, მაგრამ დიადი გამარჯვების მთავარსარდალმა - ქართველმა სტალინმა - რუსეთი შიდა და გერე მტრების მიერ დაქსაქსულ აგრარულ ქვეყანად ჩაიბარა და, ქართველ ბერიასთან ერთად, ერთიან, მსოფლიოში ყველაზე დიდ ბირთვულ სახელმწიფოდ აქცია! ამიტომაც ა არის რუსეთი გულგრილი საქართველოს ბედის მიმართ - იმარჯვებს ის, ვის მხარეზეც ღმერთია! მალე მესამე რომი დაამარცხებს მეოთხე რაიხს, ხოლო საქართველო არასოდეს დაემსგავსება ევროპას, სადაც გაცარიელებულ ეკლესიებს იჯარით აქირავებენ რესტორნებისა და მეჩეთებისთვის - ამისთვის კი არ აგვიშენებია ილია მეორის პატრიარქობის დროს ათასობით ახალი ტაძარი!

2023 წლის 16 მარტი

საქართველო, თბილისი