პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტია: „ქართული ოცნების“ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობა ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. შეშფოთებული ვართ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით, - ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტია“ „ტვიტერზე“ წერს.

ეს ეწინააღმდეგება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს!“- აცხადებენ “ევროპის სახალხო პარტიაში“.

ამასთან, “ევროპის სახალხო პარტიის“ წევრის, ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია რადიკალური ძალა და სიცრუის მანქანაა.

მმართველმა პარტიამ დამტკიცა, რომ არის ერთადერთი "რადიკალური ძალა" და "სიცრუის მანქანა" საქართველოში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.