საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1%-ით აღემატება და 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით არის განპირობებული.
2022 წელს, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით, სიის სათავეშია გაერთიანებული სამეფო – 428.3 მლნ აშშ დოლარით. შემდეგო მოდიან: ესპანეთი – 367 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 163.9 მლნ აშშ დოლარით; ნიდერლანდები – 145.7 მლნ აშშ დოლარით; ირლანდია – 120.9 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 108.5 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 106.5 მლნ აშშ დოლარით; ჩეხეთი – 86.4 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 71 მლნ აშშ დოლარით; იაპონია – 68.7 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი ქვეყნები – 333.1 მლნ აშშ დოლარით.
გასულ წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 526.4 მლნ აშშ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებზე მოდიოდა. შემდეგია: უძრავი ქონება – 406.9 მლნ აშშ დოლარით; წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა – 197 მლნ აშშ დოლარით; ხელოვნება, გართობა და დასვენება – 173.1 მლნ აშშ დოლარით; ენერგეტიკა – 149.1 მლნ აშშ დოლარით და სხვ.