აქტუალური
2023 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობა 12.3%-ით გაიზარდა

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 მარტს გამოქვეყნებული ექსპრესმონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.3%-ით გაიზარდა და 2.9 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

ამავე პერიოდში, 20.3%-ით -914.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 9%-ით – 1.98 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.06 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9%-ია.