პოლიტიკა
ორი ირაკლის თანამდებობები უკვე მეორედ დასავლურ ფასეულობებს შეეწირება? - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. „პირველად პრემიერობა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის შეტანის გამო დაკარგა, რომელიც დასავლური ფასეულობებთან შეუთავსებელ სენტენციას შეიცავს - აქაოდა, ქორწინება ქალის და მამაკაცის კავშირიაო... მეორედ მას პრემიერობის დატოვებას ევროპარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და კიევის რეჟიმისთვის ნიღბების ჩამოხსნის გამო აიძულებენ…

ირაკლი კობახიძეს პირველად პარლამენტის თავმჯდომარეობა დაატოვებინეს რუსი დეპუტატის, გავრილოვის თბილისში დაპატიჟებისა და თავისი სავარძლის ერთი დღით დათმობის გამო. მეორედ კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობას დაატოვებინებენ „რუსული კანონის“ - ანუ კანონის საქართველოში დასავლური გავლენის აგენტების ლუსტრაციის შესახებ, რომლის მიღება, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია.

რაც შეეხება მერაბიშვილს, რუსეთან არანაირი ომის დამწყები ის არ არის, პირიქით - რუსეთში, როგორც სომხეთში, ვანოს კოლეგებს მასთან მარტო უაღრესად კარგი და საქმიანი ურთიერთობები ახსოვთ. და თუ მისი გამოჩენა არ გვინდა, მისი მსხვერპლის, სერგო თეთრაძის გმირის სტატუსი უნდა დაკანონდეს, რუსეთის სასარგებლოდ აგენტობაში ცილი რომ დასწამეს და წამებით მოკლეს! უპირველეს ყოვლისა - თეთრაძის სახელი ქუჩას მიენიჭოს, თუნდაც - იმ მონაკვეთს, სადაც ის ცხოვრობდა.

   რაც შეეხება სააკაშვილს, თუ 9 მარტს დამნაშავეების გაშვება შეიძლებოდა, მაშინ მიშაც გასაშვებია და ის ბიჭებიც, თბილისში გეი-პარადი რომ არ ჩაატარებინეს! და თუ მართლა გაუშვეს, ეს ქართული პოლიტის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს - აბა, რუსეთთან პარტნიორობა და სამართლის ბოლომდე თქმა არ გამოდის, არ დამდგარა ამის დრო....

   ისე, რა საინტერესოა - ყველა პოლიტიკოსმა რუსული ბექგრაუნდით ბიძინა ივანიშვილს უღალატა და პროდასავლელი გახდა, და ყველა პროდასავლელი ბოლომდე ერთგული დარჩა და რუსეთთან არა ომის პოლიტიკას შეეწირება! მარგველაშვილი ქალაქელ ოჯახში გაიზარდა, ჟვანიასთან მეგობრობდა და მის მრავალეროვან ინსტიტუტში ასწავლიდა, და პრეზიდენტობამდე განაცხადა, რომ ქართული კულტურა - რუსული კულტურის ნაწილია... ზურაბიშვილმა - ომი საქართველომ დაიწყო და ყველაზე მაგარი დიპლომატი, ვისაც ვიცნობ - ლავროვიაო... გახარია - ის ხომ საერთოდ, მოსკოველია, იქ სწავლობდა, მუშაობდა და ბიზნესი აწყობილი ჰქონდა! რას იფიქრებდა ივანიშვილი, რომ ისინი დანიშვნის მერე პარწავარდნილი რუსოფობები გახდებოდნენ, როგორც ყველაზე საშინელი ნაცისტები ზუსტად რომ ფარული ებრაელები და სლავები - უკრაინელები იყვნენ?!

და პირიქით, სორბონა დამთავრებული ღარიბაშვილი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის ვარსკლავი კობახიძე და „ მილანის“ ვარსკლავი კალაძე ობიექტური და გუნდის ერთგული მოღვაწეები აღმოჩნდნენ“, - წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.