აქტუალური
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ჩვენ დავინახეთ, რომ გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ქადაგიშვილი საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას.

ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას, ეს განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაიწყო. იმ დღიდან მოყოლებული არის მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს, როგორც მეორე ფრონტის ადგილი. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ აღარ ერიდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღია ეთერში პირდაპირ ამ მიზნის დაფიქსირებას. ვანო მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს: „ჩვენი მიზანია დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა, რათა შევცვალოთ ხელისუფლება, პროუკრაინული ქართული გახდეს“. შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად, დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ ის უბედურება დავატრიალოთ, რაც 2008 წელს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო არ იყოს მორიგი უმძიმესი დამანგრეველი ავანტიურისტთა მსხვერპლი. ჩვენ დავინახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის უკან ასეთი ძალები ცდილობდნენ ამ გეგმების განხორციელებას. საპროტესტო აქციების დროს, ჩვენ დავინახეთ, რომ გულწრფელი პროტესტის უკან იდგა მერაბიშვილისეული პროექტი, რომლის მიზანი არ იყო ადამიანის ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და მისწრაფებები ევროკავშირთან დაახლოებაზე. მიზანი იყო ამის გამოყენება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ეს მიზანი ვიცოდით. არ გვიღირდა არცერთი თანამოქალაქის დაზიანება“,- აღნიშნავს ქადაგიშვილი.