პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მარცხი, რომელმაც პარლამენტში მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია და პარლამენტში ჩააგდებს

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. მმართველმა უმრავლესობამ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ შიდა კონსულტაციების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ.

ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერესრუსული კანონისყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში”. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ინიციატორი დეპუტატები მას უკან ვეღარ გაიწვევენ (პარლამენტის რეგლამენტი – 101-ეს მე-3). ამდენად, დეპუტატებმა ის მეორე მოსმენისას უნდა ჩააგდონ და ამის შემდეგ, ერთი თვის ვადაში კენჭისყრაზე აღარ უნდა დააყენონ (პარლამენტის რეგლამენტი – 112-ეს მე-16 და მე-17)

გუშინ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონპროექტი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს და სხვა დათქმა არ არსებობს.

პარლამენტის ადმინისტრაციამ გუშინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებისას ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, მიმდინარე კვირას დაგეგმილი პლენარული სხდომები არ გაიმართება.

სამოქალაქო აქტივისტები კანონპროექტის გაუქმებისთვის საჭირო ფორმალური პროცედურების ჩატარების მოთხოვნით დღეს პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.