აქტუალური
ჯოზეფ ბორელი: „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გამოთხოვაზე განცხადება კარგი ნიშანია

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებული განცხადება კარგი ნიშანია, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველომ ქუჩაში გამოხატა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებისადმი საკუთარი მისწრაფება. ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო ძლიერი და სანახავად ემოციური. განცხადებაუცხოური გავლენების გამჭვირვალობისკანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით კარგი ნიშანია. ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ პროცედურულ ნაბიჯებზე, რომლის გაყოლაც აუცილებელია, – წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“.