საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისთვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ „ყველაფერი გახდება გამჭვირვალე და, საბოლოო ჯამში, ძალები, რომლებიც აფინანსებდნენ საქართველოში რადიკალიზმს, პოლარიზაციას, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედებების დაფინანსებისგან“.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს შედეგი კი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება, ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.