საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი: „საზოგადოებას აჩვევენ, რომ აფხაზეთი ქართული კი არა, რუსული პრობლემაა“

zaqareishviliსაქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს აფხაზეთი. ყველა ქვეყანაში პრეზიდენტისთვის მთავარი გამოსვლა, მთავარი სიტყვის წარმოთქმა ხდება პარლამენტში – ჩვენს პრეზიდენტს ერთი სიტყვაც არ უთქვამს აფხაზეთზე პარლამენტში გამოსვლისას. საზოგადოებას აჩვევენ, რომ აფხაზეთი ქართული კი არა, რუსული პრობლემაა“, – განაცხადა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებისას მთავარი კონკურენტები იქნებიან ალექსანდრე ანქვაბი და სერგეი შამბა.

„ალექსანდრე ანქვაბს აფხაზეთში საომარი მოქმედებების პერიოდში შევხვედრივარ, ის არის ვაჟკაცური თვისებების მქონე პიროვნება. პირველ ტურში, ალბათ, ვერავინ გაიმარჯვებს, მეორე ტურში კი ანქვაბი გავა. ეს იმ შემთხვევაში, თუ მან კენჭი იყარა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გავრცელებული ვერსიით, ალექსანდრე ანქვაბი არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას“.