პოლიტიკა
საქართველო, 7 მარტი, საქიფნრომი. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელია. „როგორც საქართველოს მეგობრის, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით რჩება იგივე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი, – განაცხადა ფიშერმა.