პოლიტიკა
„ევროკავშირი საშუალებაა, და არა თვითმიზანი!“ - კაველაშვილი

 საქართველო, 7 მარტი, საქიფნრომი. ამის შესახებ ხალხის ძალის ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.

ახლა მივხვდი, რუსულს რატომ ეძახიან, იცით? რადგან მათ ქართული არ იციან, რა არის. უსამშობლო ხალხია. იმიტომ ეძახიან რუსულს, რომ ვერ წარმოუდგენიათ, ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო. მე ჯვარზე მაცვეს, როდესაც ვთქვი, თვითმიზანი არ არის ევროკავშირი-მეთქი. დიახ, ჩემი თვითმიზანი, მგონია, რომ ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობაა, ეს არის თვითმიზანი და ჩემთვის საშუალებაა ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც მჯეროდა, რა ღირებულებები და ფასეულობებიც დავინახე, სადაც ჩვენი იდენტობით, კულტურით უნდა შევიდეთ, ეგ არის ჩემთვის ღირებული. ის კი არა, აქ რომ ზის და მეუბნება, ცალი ფეხით უნდა იდგე, როცა გეტყვიანო და ეგრე უნდა შეხვიდე ევროკავშირშიო. ეგ განსხვავებაა. ქართულს ვერ იტანთ თქვენ, რუსული რა შუაშია. ქართულს ვერ იტანთ და იმიტომ ეძახით რუსულს. დღეს იყავით არასამთავრობო ორგანიზაციები და უყურებდით, როგორ უნდა ჩაეშალათ სხდომა მობრძანებულნაციონალებს“, ამას უყურებთ, როგორც ადამიანურს. უმსგავსობას, ველურობას, რასაც ესენი აკეთებდნენ, ამას უყურებთ, როგორც ადამიანურს. მე ვარ ველური და მე არ მინდა თურმე ევროკავშირი და ევროპა. რუსულს რომ ეძახით, უნდა დაამტკიცოთ, რომ რუსულია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.