პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ყველაფერი ცუდი, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პირადი დამსახურება!

     ყველაფერი ცუდი, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის, რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ მომსახურე ოთხი ტელეკომპანიის დამსახურება, რომლებიც უკვე ვეღარ მალავენ ზიზღს ქართველი ხალხის მიმართ! ისინი თავიანთ მორჩილ მედიაში ქართული სახელმწიფოს ლიდერებს ყოველდღე უწოდებენ „რუსებსდა „რუსების მონებს“ - მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო არ ომობს რუსეთთან და არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს; იმის გამო, რომ სააკაშვილი და გვარამია არ გაათავისუფლეს, რათა სათავეში ჩაუდგნენ რადიკალ რევანშისტებს და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება; იმის გამო, რომ პარლამენტი იღებს კანონს უცხოური აგენტების შესახებ, რაც მათთვის განაჩენის გამოტანის ტოლფასია.

ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შეძლება, გახსნას ელექტრონული რეესტრი და გაიგოს, როგორ მიიღეს ამ მოღალატეებმა ანგლოსაქსებისგან მილიონობით დოლარი, როგორ მიყიდეს ამ ჯაშუშებმა საქართველო უცხოელებს, როგორ სურდათ საქართველოს გადაქცევა ნატოს ბაზად, ქართველები კი-ჰომოსექსუალებად, რომლებასაც წამთ“ საშუალო სქესის „ღმერთის“ და უღლდებიან ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა „ქორწინებებით“!

   გაყიდული ქართული მედიისგან ზომბირებული ზანტი, კანონმორჩილი ქართველი ობივატელი შოკში ჩავარდება, როცა შეიტყობს ციფრებს - რამდენი ასეული მილიონი დოლარი და ევრო "გარეცხეს" საქართველოში ამჟამინდელმა რადიკალურმა ოპოზიციამ. და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღებდნენ გრანტებს და ერთმანეთში ინაწილებდნენ, ნაწილს კი „ ატკატით“ უკან უგზავნიდნენ გრანტის მიმცემებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში. გასაკვირი არაფერია: „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების აფეთქებამ დაამტკიცა, რომ მთავარი ტერორისტი დასავლეთია; უკრაინის ომმა დაამტკიცა, რომ მთავარი აგრესორი დასავლეთია; და მალე მსოფლიო შეძრწუნდება, როცა შეიტყობს, რომ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ზემომგებიანი COVID-19 -ის ვაქცინით თაღლითობას!

   მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს „გადამწყვეტ აქციაზე“ პუტჩისტ-ტერორისტ-მიშისტებმა ათასი მხარდამჭერიც ვერ შეკრიბეს (უკრაინელი მიგრანტები არ ითვლება); მას შემდეგ, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჩამოსცილდნენ ცოტა მაინც საღ გონებაშერჩენილი პოლიტიკოსები (მელია, ბოკერია და ა.შ.), კელი დეგნანი, მუქთად, რადგან უკვე "ჩემოდანზე ზის" (ამერიკამ ახალი ელჩი დანიშნა საქართველოში), წავიდა ამაზრზენ პროვოკაციაზე - საქმეში ჩართო ახალგაზრდობა - „არასამთავრობო სექტორი“ და სტუდენტები! აი რატომ მოჰკიდა ხელი სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უწინარესად, ქართველი ბავშვების- თინეიჯერების, „აღზრდას,“ განათლების სამინისტრო კი სოროსის ფონდის დანამატად აქცია! დღეს ოპოზიციის მთავარი ძალა ეს ბავშვები არიან - უკვე ზრდასრულები, სტუდენტი-“ენჯეოშნიკები“, ეგზალტირებული რუსოფობ-ნეონაცისტები, გაუნათლებელი და გაწვრთნილები, რომლებიც მზად არიან, ხროვად დაესხან თავს და სასიკვდილოდ გადათელონ ყველა, ვისზეც დასავლელი გრანტისმიმცემი მიუთითებს, ნებისმიერი, ვინც ეჭვმიტანილია "პრორუსობაში"! და, მიუხედავად იმისა, რომ 2 მარტს პარლამენტში იყო "მიშაიუგენდის“ მხოლოდ შავი ასეული პლუს ჟურნალისტ-დივერსანტები და ოპოზიციონერი-ფაშისტები, ხოლო ე.წ სამოქალაქო სექტორმა დაცინვა და ზიზღი გამოიწვია – ეს მხოლოდ დასაწყისია! „ქართველი კაცები" ისტერიკაში ჩავარდნილი პროვინციელი ქალებივით ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ხელებს „პანელზე“ გასული მეძავებით იქნევდნენ. მათ შორის იყვნენ პარლამენტის დეპუტატებიც: დაცემული ქალებისა და ქალის მსგავსი კაცების ასე დამაჯერებლად თამაში, მართლაც ასეთები რომ არ იყვნენ, შეუძლებელია! მათ პარლამენტის ერთ-ერთ დარბაზში, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელს ატარებს, მაგიდები ააყირავეს, რათა ჩაეშალათ ორი საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რომელიც შეიკრიბა უცხოური აგენტების შესახებ ორი კანონპროექტის პირველად განსახილველად. ამ კანონს მათ უწოდეს "რუსული კანონი", მიუხედავად იმისა, რომ მეორე კანონპროექტი ანალოგიური ამერიკული კანონის «Foreign Agents Registration Act» (FARA) -ის ("უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ) ზუსტი თარგმანია; მათ დააანონსეს ფიზიკური ანგარიშსწორება საქართველოს „რუსული ხელისუფლების“ დამხობის მიზნით...

სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა - აზერბაიჯანი - გადაურჩა "ფერად რევოლუციას" მხოლოდ პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილების წყალობით, აეკრძალა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უცხოური გავლენის აგენტების - არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოური ფონდების ფილიალებისა და ინსტიტუტების, აგრეთვე, მათთვის მომუშავე მედიის საქმიანობა.

   რა მოხდება როცა საქართველოში ჩამოვა ამერიკის ახალი ელჩი რობინ დანიგანი - ურჩი მთავრობების მორჯულების ექსპერტი?! თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაემორჩილება, შეერთებული შტატები სერიოზულ პროვოკაციებს მიმართავს - პერმანენტულ ხასიათს მიიღებს მიტინგები და საბოტაჟი, რომელთა შედეგად საქართველოს სათავეში ჩაუდგება კოალიციური კოლაბორაციონისტური მთავრობა და ქვეყანა ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ ომში, მიუერთდება ანტირუსულ სანქციებს, სააკაშვილი გათავისუფლდება და საქართველოდან უკვე მერამდენედ განდევნიან რუსებს!

აი, მაშინ კი, როცა მოსკოვი დაინახავს, რომ საქართველოში დალაპარაკება არავისთან აღარ შეიძლება - ხელისუფლება დამხობილია, დიდი ქველმოქმედი, მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ემიგრაციაში წავიდა, თბილისში კი იაფფასიანი მარიონეტები დარჩნენ, უცხოეთის რეზიდენტის, ზურაბიშვილის მეთაურობით (რომელიც მალე გაიქცევა უკან, საფრანგეთში და ამიტომ დღეს დასავლეთის სამსახურში თავს არ ზოგავს, რათა კარგი პენსია მიაოს), რუსეთი სინანულის გარეშე მიმართავს იძულებით ზომებს, რადგან თავისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დაინახავს საფრთხეს, რომელიც მომდინარეობს საქართველოს ტერიტორიიდან!

ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, თბილისმა უნდა მოასწროს დიალოგის დაწყება მოსკოვთან და საქართველოსა და რუსეთს შორის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, ყველაფერი დანარჩენი - შემდეგ!!! და საჭირო არ არის დალოდება - ვინ გაიმარჯვებს უკრაინაში. დავუშვათ, გაიმარჯვა კოლექტიურმა დასავლეთმა, და რა სარგებელს მოუტანს ეს საქართველოს?! ცუდი იქნება ქართველი ხალხისთვის, მაგრამ გაცილებით ცუდი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რომელმაც დღეს სამშვიდობო პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესებისადმი მტკიცე ერთგულების გამო მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის პატივისცემა დაიმსახურა! საქართველოს ხელისუფლება ხედავს იმას, რასაც ვერ ამჩნევს რუსოფობიით თვალდაბინდული რადიკალური ოპოზიცია - ომებს ვერც იარაღი იგებს და ვერც მისი რაოდენობა.

   რუსულმა არმიამ ჯერ გაანადგურა ყველა საბჭოური ტექნიკა, რომელიც უკრაინამ მემკვიდრეობით მიიღო სსრკ-სგან, შემდეგ კი რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი - 1170 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპლექსი, 440 ტანკი, 1510 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 655 საარტილერიო სისტემა, 9800 რაკეტა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის, 609 ათასი ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა და 1 206 000 ჭურვი. დიდი დრო არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ კიევის ხელისუფლების ფინანსურმა დახმარებამ ტრილიონს მიაღწიოს, რადგან დოლარსა და ევროში მილიარდებიანი ტრანშების მხოლოდ ნახევარია დეკლარირებული.

ღმერთთან ომის მოგება შეუძლებელია, ღმერთი კი, რომელიც ერთია მართლმადიდებელი რუსეთისა და საქართველოსთვის, რუსეთის მხარესაა. სტალინმა მოახდინა ეკლესიის რეაბილიტაცია“ - და სსრკ-მა დაამარცხა დასავლეთი, ცოტა ხნის წინათ რუსეთმა ჩაშალა დასავლეთის კიდევ ერთი გეგმა - „ ისლამური სახელმწიფო“ (ISIS). აშშ გეგმავდა ახალი არაბული სახალიფოს შექმნას ჩინეთის საპირწონედ, მაგრამ „ისლამური სახელმწიფო“ უეცრად კონტროლიდან გავიდა და სახით არა ჩინეთისკენ, არამედ თავისი შემქმნელებისკენ შებრუნდა. რუსეთმა გაანადგურა ტერორისტული „ისლამური სახელმწიფო“ და გაანადგურებს ტერორისტულ კიევის სახელმწიფოსაც!

ერთადერთი, რასაც ისტორია გვასწავლის (თუკი, საერთოდ, რამეს გვასწავლის) არის ის, რომ საქართველო ყოველთვის მარცხდებოდა, როცა რუსეთი წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ იმარჯვებდა და ყვაოდა რუსეთთან ერთად! დღეს საგონებელში ჩავარდნილი ქართველი ობივატელი, ისევე, როგორც 2003 წელს, ტელევიზორთან ზის და უყურებს, როგორ ახრჩობენ საქართველოს, როგორ ცდილობენ მისი ხელისუფლების გატეხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ არ ეშინია კელი დეგნანს, როცა აღვირახსნილი ხულიგნების ბრბოს პარლამენტისკენ მიმართავს, ამის საპასუხოდ ქართველი ხალხი აშშ-ის საელჩოსთან მივიდეს? მივიდეს იმ ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთანაც, რომელთა ელჩებსაც ჰყოფნით თავხედობა და მოურიდებლად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებსა და საგარეო პოლიტიკაში?!

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი

2023 წლის 6 თებერვალი
საქართველო, თბილისი