რედაქტორისგან
რატომ გამოდიან სომეხთა სამოციქულო ეკლესია და მუსლიმთა სასულიერო სამმართველო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ? - არნო ხიდირბეგიშვილი

   რახანია, ეჭვს აღარ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ამერიკის შეერთებული შტატების პროექტს წარმოადგენს დასამოქალაქო საზოგადოებისსამართავად არის შექმნილი. საქართველოს ომბუდსმენიც, ფაქტობრივად, ამ უწყების დაქირავებული თანამშრომელია, რომელიც დაფინანსებასა და ინსტრუქციებსაც აშშ-ის საელჩოსგან ღებულობს. სახალხო დამცველის ოფისის ოფიციალური სპონსორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - ხატოვნად თუ ვიტყვით, „ვაშინგტონის საოლქო კომიტეტის“ ერთ-ერთი რაიკომთაგანი. სახალხო დამცველები“, უპირველესად, ათეისტების, სექტანტებისა და ჰომოსექსუალისტების უფლებებს იცავენ, ნაცვლად მართლმადიდებელი და მუსულმანი ჰეტეროსექსუალებისა.

რელიგიის საქმეთა საბჭო (ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი) და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო (ხელმძღვანელი კობა ჩოფლიანი) ქმნიან სახალხო დამცველის აპარატთან მოქმედ .. ტოლერანტობის ცენტრს, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით ფიქტიურ ორგანიზაციას, რომელშიც თითქოს ყველა მსურველი შეიძლება გაერთიანდეს, მაგრამ სინამდვილეში ამ საბჭოების ბირთვს წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც ჯერ კიდევ მოქკავშირის დროიდან იკვებებოდნენ დასავლეთის მიერ გამოყოფილი გრანტებითეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დასაცავად“ - ეს კი ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარია! ზუსტ ციფრს მალე გავიგებთ, როდესაც ძალაში შევა კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ და თითოეული მოქალაქე შეძლებს, ელექტრონულ რეესტრში მოიძიოს, ვინ რა მსუყე ლუკმას გამოჰკრა ხელი საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

   გასულ კვირას ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს 150 წევრიდან ფრაქციახალხის ძალისმიერ პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებდაუცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ - წინააღმდეგ მხოლოდ საბჭოს 21 წევრი გამოვიდა, რომელთა ნახევარი ცნობილი გრანტიჭამია და ნაცმოძრაობის აპოლოგეტი ბრძანდება, დანარჩენები კი ან ტელეფონით დაიყოლიეს, ან - ფეისბუქით, ზოგი, მოსალოდნელი დიქტატურით დააშინეს და ზოგიც მოსალოდნელი გრანტით დააიმედეს.

ვიმეორებ: მიუხედავად საბჭოს წევრებზე განხორციელებული წნეხისა, სამარცხვინო განცხადებას კანონპროექტის წინააღმდეგ ხელს აწერს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მხოლოდ 21 წევრი, ხოლო რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს მხოლოდ 20 წევრი. სულ ესაა! მეტსაც გეტყვით - ბევრმა ძალიან ინანა, როცა თავისი გვარი გრანტიჭამია მაფიოზებისა და ნაცების გვერდით იხილა, მაგრამ უკვე გვიან იყო....

თავში ქვაც უხლიათ - კანონის მიღების კვალდაკვალ ყველა გრანტიჭამიას ჩამოეხსნება ეთნიკურ უმცირესობათა დამცველის ნიღაბი და ხალხისგან ფურთხს მიიღებს! შეუდარებლად დიდ აღშფოთებას იწვევს, რომ ამ 20 ხელმომწერ სექტანტს შორისსომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო.

ისმის კითხვა: როდის მერე დაიწყეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ და მუსლიმთა სასულიერო სამმართველომ საქართველოს ეროვნული ინტერესების, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლა? შეთანხმებულია თუ არა ეს ქმედება ოფიციალურ ერევანთან და ბაქოსთან? მითუმეტეს, ახლა, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა იმყოფება აქტიური ინტეგრაციის ფაზაში, მათ შორის, “კავკასიური პლატფორმის” 3+3 რეალიზაციის კუთხით და ამ მიმართულებით საყოველთაოდ არის აღიარებული საქართველოს, როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიატორის როლი?

ნუთუ სომხეთისა და მუსლიმთა სულიერ ლიდერებს საქართველოში არ ესმით, რომ კანონპროექტი მოწოდებულია არამარტო ქართველების ეროვნული კულტურის, ტრადიციებისა და ენის დასაცავად, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ერის ინტერესებისა და მარადიულ ღირებულებათა შეუვალობისათვის, მათი უცილობელი თვითმყოფადობისათვის და უცხოური გავლენების თავიდან ასაცილებლად?

 ნუთუ ვერ ხვდებიან ჩვენი სომეხი და მუსლიმი ძმები, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველად შეტანილი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლით ისინი მხარს უჭერენ ნეონაცისტების, ლიბერასტებისა და ქსენოფობების ფრიად საშიშ ნაზავს, რაც შეურაცხყოფს არამარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის წინამძღვარს, არამედ თვით სომხებსა და აზერბაიჯანელებსაც? არადა, სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს სათავეში უდგანან საკმარისად განსწავლული სულიერი ლიდერები, რომლებიც, წესით, უნდა ხვდებოდნენ, რომ კანონი „უცხოელ აგენტთა“ შესახებ მათ არაფრით ემუქრება და სიტყვა „აგენტი“ სრულებითაც არ ნიშნავს, მაგალითად, „აგენტ 007“-ს, ანუ ჯაშუშს.

განა რა არის ცუდი იმაში, რომ საქართველოს ეპარქია ბუნებრივად არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის გავლენის აგენტი საქართველოში, ხოლო მუსლიმთა სასულიერო სამმართველო - ისლამის გავლენის აგენტი ისევე, როგორც ქართული ეპარქიები ამერიკასა თუ ევროპაში წარმოადგენენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის აგენტებს საზღვარგარეთ?

სხვაგვარად, როგორ წარმოგიდგენიათ - თუ არა ეჩმიაძინისაგან, მაშ, ვისგან უნდა ფინანსდებოდეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია? და თუ არა მექადან, საიდან უნდა იღებდეს დახმარებას სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო? განა ზუსტად ასევე არ დააფინანსებს საქართველო ქართული კულტურის ცენტრს, რომელიც იმ წმინდა მიწაზე აშენდება, მდინარე იორდანეს ნაპირას, საქართველოს ამასწინათ რომ გადმოეცა?

და, საერთოდ, ხომ არ დადგა დრო, დავიწყოთ იმ უცხოელ აგენტთა ფართომასშტაბიანი ლუსტრაცია, რომლებიც სპეკულირებენ საქართველოში არარსებული თემით ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დაცვის შესახებ. არსებობს კი სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეებისათვის იმაზე დიდი შეურაცხყოფა, როდესაც მათ უმცირესობებად მოიხსენიებენ, გნებავთ, ეს ეთნიკური უმცირესობა იყოს და, გნებავთ - რელიგიური? სწორედ აქ იმალება ადამიანის უფლებათა ყველაზე გლობალური დარღვევა, ნაციზმი თუ ქსენოფობია, და არა კანონპროექტში უცხოური აგენტების შესახებ!

საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითს, სადაც ერთიან, ძმურ ოჯახში ცხოვრობდა მრავალეროვანი მოსახლეობა, ამიტომაც არავის აქვს უფლება, რომ ქართველ სომხებს, ქართველ აზერბაიჯანელებს, ქართველ ებრაელებს, ქართველ ქურთებს, ქართველ იეზიდებს ვინმემ ტოლერანტობა ასწავლოს, მითუმეტეს .. „ტოლერანტობის ცენტრიდან“, სადაც ათასი ჯურის მინდიაშვილები და ჩოფლიანები ირევიან, აჩაღებენ ეროვნებათაშორის შუღლსა და რელიგიურ გაუტანლობას.

დიახ, ეროვნული და რელიგიური ნიშნით ადამიანების დაყოფა თავისთავად ნიშნავს შუღლის ჩათესვას ქართველებსა და სომხებს, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და ჩეჩნებს, ქართველებსა და დაღესტნელებს შორის, ყველა კავკასიელსა და არაკავკასიელს შორის, რომლებსაც სულაც არ სჭირდებათ, რომ მათ უფლებებს ჰომოსექსუალისტები და ათეისტები იცავდნენ!

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი

2023 წლის 6 მარტი
საქართველო, თბილისი

 

***

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების საგანგებო განცხადება

 

   სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მისთვის მტრული გარემოს შექმნას.

წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას, საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს და ადამიანის უფლებებს. მისი მიღება იქნება საგანგაშო და დამანგრეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

ინიციირებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიას, საქველმოქმედო და რელიგიურ გაერთიანებებსაც კი „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს და აკნინებს მათ მთელ საქმიანობას და როლს საზოგადოებაში.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება უდიდესი ზიანის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის.

კანონის მიღება პირდაპირ გამოიწვევს რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას.

კანონი შეაფერხებს საქველმოქმედო, სოციალური, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანდაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებას, დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს.

განსაკუთრებითაა ხაზგასასმელი, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის (ნებისმიერი ფორმით) მიღება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს სამოქალაქო ინტეგრაციის მთელ პროცესსა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება  მიგვაჩნია დაუშვებლად!

 

რელიგიათა საბჭო

 

1. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია

2. საქართველოს ევანგელურ - ბაპტისტური ეკლესია

3. ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია

4. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია

5. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია

6. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია

7. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

8. მეგობართა საზოგადოება - კვაკერები

9. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია

10. ბაჰაის საზოგადოება

11. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო

12. ხსნის არმია

13. ქართველ მუსლიმთა კავშირი

14. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია

15. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

16. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო

17. საქართველოს ევანგელურ - პროტესტანტული ეკლესია

18. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია

19. საქართველოს აჰმადია მუსლიმების გაერთიანება

20. საქართველოს ევანგელურ - ლუთერული ეკლესია 

 

ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო

 

1. ელნურ ალისოი (ალიევი) - სოლიდარობის მუზეუმი

2. ედგარ ბიტბუნოვი - კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი

3. ქერიმ გუმბათლი - დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები

4. ალექსანდრე ქავთარაძე - საქართველოს უდიები

5. ლილი საფაროვა - ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა

6. ზაზა კალაშოვი - საქართველოს ქურთული ასოციაცია "რონაი"

7. გიორგი ტუმასიანი - მშვიდობის ფონდი

8. რაშან ზიადალიევი - სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი

9. სამირა ისმაილოვა - სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა

10. მარი მიქოიანი - ჯენერეიშნ აი

11. ზაურ ხალილოვი - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

12. ბაირა ბეპიევი - საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა

13. რაინა ბელევა - საქართველოს ბულგარელთა სათვისტომო

14. მარი არაქელოვა - ქართველ სომეხთა კავშირი

15. სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია

16. ნონა ხანგოშვილი - სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“

17. ლეილა მამედოვა - საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდთა კავშირი

18. აგიტ მირზოევი - ჩართულობის და განვითარების ცენტრი

19. ვალენტინა მარჯანიშვილი - ქართულ-უკრაინული პრესის და წიგნის სახლი

20. ჯეიხუნ ნარზალოვი (მუხამედალი) - წითელი ხიდი

21. არნოლდ სტეფანიანი - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“