უცხოეთი
ლატვიის პრემიერი - უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ დროის საკითხია

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ლატვიის პრემიერ-მინისტრის, კრიშიანის კარინშის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის, რუსეთისგან თავის დასაცავად, საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ დროის საკითხია.

გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან საუბრისას, ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, რატომ არ უნდა მიაწოდოს დასავლეთმა საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას.

„საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ დროის საკითხია... ვერ ვიგებ რატომ არ უნდა მიაწოდოს დასავლეთმა [უკრაინას] საბრძოლო თვითმფრინავები. თუ უკრაინას სჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები, მან ისინი უნდა მიიღოს“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

interpressnews.ge