პოლიტიკა
მმართველი გუნდი პარლამენტის ქუთაისში გადატანის დიდ ხარჯებს დემოკრატიის ხარჯიანობით ხსნის

machavariani3როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ინსტიტუტები იყოს ძლიერი. „ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ეს რეფორმა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახირება, ეს კეთდება საქართველოს სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად გამყარებისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „ზოგადად, დემოკრატია ხარჯებთან არის დაკავშირებული“.

„და თუ ოპოზიციას ხარჯების თავიდან აცილება სურს“, დეპუტატი მათ პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო უწყებების საერთოდ გაუქმებაზე საუბარს სთავაზობს.