რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილი - საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ

     ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის“ (შემდგომ სააგენტო) საქმიანობა - ეს, პრაქტიკულად, სააგენტოს უთანასწორო ომი ისტორია საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების წინააღმდეგ, რომელთა უკანაც დგანან ანგლოსაქსები თავიანთი ყველგანმყოფი ფედერალური სააგენტო  Central Intelligence Agency -ით, შეუზღუდავი ფინანსებითა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ლეგიონებით. დასამატებელი იმაზე, რაც სააგენტომ გამოაქვეყნა ბოლო 13 წლის განმავლობაში - ექსპერტების სტატიებსა და პუბლიკაციებში, სიახლეებსა და ანალიტიკურ მასალებში - თითქმის არაფერია. დღეს სააგენტო მკითხველს მხოლოდ დეტალურ ინფორმაციას აწვდის საქართველოს პარლამენტში ფრაქციახალხის ძალისმიერ წარდგენილ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებზე (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებდაუცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”), რომელმაც დაჩრდილა იდეცმსოფლიო მნიშვნელობის საკრალური საკითხი“ - დღეში რამდენ გრამ იკლებს წონას მრავალშვილიანი სააკაშვილი.

   მიუხედავად ამისა, საჭიროდ მიმაჩნია, საერთო სურათს დავმატო ორიოდე მნიშვნელოვანი შტრიხი, რომელთა გარეშეც რეალობა ისე დამახინჯდება, როგორც სალვადორ დალის ურეალისტურ ტილოებზე.

   თავიდანვე ხაზს ვუსვამ, რომ კანონპროექტები არ ითვალისწინებენ ადამიანის ძირითადი უფლებების არანაირ დარღვევას - სიტყვის თავისუფლების, მედიის, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დევნას. ქართველ ხალხს, გადასახადის გადამხდელს, ანუ ხელისუფლების მთავარ შემკვეთს აქვს უფლება, იცოდეს საქართველოში რომელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან, რათა კიდევ ერთხელ, უკვე ოფიციალური ფაქტების საფუძველზე, დარწმუნდეს, რა მიზნებს ისახავენ ისინი გარედან დაკვეთით და ვინ არის უცხოელი დამკვეთი. ლაპარაკი ხომ სიმბოლურ თანხებსა და ქველმოქმედებაზე კი არა, ასიათასობით დოლარსა და ევროზეა, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონებს, ასობით მილიონს შეადგენს... ხოლო გაზეთების გამოშვების ასაკრძალავად, ეთერში მაუწყებლობის, ან ინტერნეტ-გამოცემების დასაბლოკად, რომლებიც დაექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს- როგორებიცაა ხელისუფლების დამხობის მოწოდებები, სამხედრო კონფლიქტების პროვოცირება, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება, ქსენოფობია, სექსუალური ან რელიგიური ნიშნით სიძულვილი, ნაცისტური იდეოლოგიის პოპულარიზაცია - ახალი კანონპროექტების განხილვა საჭირო არ არის. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად წარმოადგენენ პოლიტიკური ორგანიზაციებს, რომლებიც უნდა აიკრძალოს და დაისაჯოს კანონით, როდესაც ისინი დაარღვევენ, სახელდობრ, ამ კანონს - მაგალითად, მოუწოდებენ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობისა და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოსვლის მიზნით, რომელსაც უხელმძღვანელებენ „ნაცმოძრაობის“ რადიკალი რევანშისტები; როდესაც ყველა მეთოდით, მათ შორის - პროვოკაციით, შანტაჟითა და დასავლეთის მხრიდან პრესინგით ცდილობენ, საქართველო ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში (მეორე ფრონტის გახსნა პირველი უკრაინის მხარდასაჭერად); როცა ქართველებს განაწყობენ სომხებისა და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ; როცა მოუწოდებენ რუსებისა და ყოველივე რუსულის ოსტრაკიზმისკენ.

   ნიშანდობლივია, რომ დღეს საქართველოში „სიტყვისა და მედიის თავისუფლებისთვის“, ანუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან სააკაშვილის რეჟიმთან აფილირებული ძალები, ცნობილნი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებით, ათეულობით მედიის - ტელეკომპანიის, გაზეთისა და ჟურნალის ოფისების დარბევით, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ოდნავ მაინც კრიტიკული იყო რეჟიმის მიმართ - საკმარისია გავიხსენოთ პატარკაციშვილის ტელეკომპანია „იმედისა“ და „პრესის სახლის“ დარბევა - ღამის სადამსჯელო ოპერაცია გამომცემლობა „სამშობლოში“ 2007 წლის 10 აგვისტოს. მაშინ სად იყვნენ ისინი, „მედიის თავისუფლებისთვის“ დღევანდელი „მებრძოლები“?! დიახ, იქვე, სადაც დღეს არიან, ანუ სააკაშვილის ბანაკში! გარდა ზოგიერთი თვალთმაქცი „სახალხო დამცველისა“, რომელთა რეინკარნაცია ივანიშვილის ბანაკში ნდობას არ იმსახურებს...

   მაშ, რა საბაბით არის ატეხილი სკანდალი და ისტერიკა, ბატონო კოლაბორაციონისტებო - დაქირავებულო მუშაკებო და   დამსაქმებლებო, ანუ ქართული მედიის უმრავლესობავ, არასამთავრობო ორგანიზაციებო და დასავლელო სპონსორებო - მეურვეებო? რატომ ამახინჯებენ ისინი რეალობას - ეწევიან მაყურებლის/მკითხველის აუდიტორიის დეზინეფორმაციას, რითაც მოსახლეობაში თესავენ პანიკასა და მღელვარებას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად წარსულში დაბრუნებაა საჭირო.

   წინასწარ ვიტყვი, როცა საქმე ქართულ მედიასა და ჟურნალისტებს ეხება, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი მათგანი მართლა ვერ ამჩნევს, რომ მოხვდნენ დასავლეთის გავლენის ქვეშ და თვითონ იქცნენ დასავლეთის გავლენის აგენტებად. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ მართალ საქმეს აკეთებენ. გლობალიზაციის, ნებსით თუ უნებლიეთ, აგენტები, მიიჩნევენ, რომ, თუ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის წევრია, არ აქვს მნიშვნელობა, სად გრძნობ თავს კარგად - თბილისში თუ პარიზში, ლონდონსა თუ ქუთაისში, რადგან ყველა საერთო ევროატლანტიკური ღირებულებებით ცხოვრობს, ყველას ჰყავს საერთო მეგობრები და მტრები, ცხოვრობენ იქ, სადაც სჯობს, ვისთანაც სურთ და როგორც სურთ, მთავარია, არა შიმშილში და არა სიცივეში, ცხოვრობენ დღევანდელი დღით და რა იქნება ხვალ, არავინ იცის! ან იქნება კი, საერთოდ, ეს ხვალ?! თუ ადამიანი თავს კარგად გრძნობს - რა მნიშვნელობა აქვს, სად და რაგორ?! თუმცა, სანამ უცხოური გავლენის ამ ჩამოყალიბებულ აგენტებს ვამხელთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ - აღმოჩნდება, რომ, თურმე, თითქმის არავის უთქვამს უარი სოლიდურ შემოსავალზე ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ... საქართველოში ძალიან, ძალიან ცოტაა მედიასაშუალება და ჟურნალისტი, რომელიც არ იღებს სამთავრობო დაკვეთებსა და/ან დასავლურ გრანტებს, მათ არ უკვეთენ რეკლამას და, მიუხედავად პოპულარობისა ქართველ ხალხში, არ იწვევენ შეხვედრებზე მაღალჩინოსან დასავლელ კურატორებთან.

     საქმე კი ასე იყო: საქართველოში სსრკ დასრულდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, მაგრამ უფრო ადრე, ვიდრე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, ეს მოხდა 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე. მომხდარს იძიებდა სობჩაკი, რომელმაც ყველა ცოდვა კომუნისტებს აჰკიდა და ქართველების გული მოიგო, მაგრამ მოგვიანებით იმ ისტორიაში ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა... გავა ცოტა დრო და საქართველოში, როგორც ნაწვიმარზე სოკო, გაჩნდება სხვადასხვა მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსთაველზე მომიტინგე სამოქალაქო საზოგადოებამ კი ოფისებში ე.წ. სამოქალაქო სექტორი ჩაანაცვლებს. ყველაფერი მარტივია - არასამთავრობო ორგანიზაციებში, კომკავშირისა და კომპარტიის ნაცვლად, ამზადებნენ სამთავრობო ორგანიზაციების სამომავლო ხელმძღვანელ კადრებს. ვინ ამზადებდა? რა თქმა უნდა, არა რუსეთი, რომელიც იმხანად კინაღამ დაიშალა - ვერ გაიღვიძა „გე-კა-ჩე-პე“-ს პუტჩის შემდეგ. საქართველოშიც იყვნენ პუტჩისტები, მათ მეთაურობდა სამხედრო საბჭო, რომელმაც უკვე უმუშევარი შევარდნაძე სამშობლოში მოიწვია. სისხლიანი კატაკლიზმებისა და ომების ფონზე - თბილისში, სოხუმში, ცხინვალში - "დემოკრატიითა და ადამიანის უფლებებით უზრუნველყოფილ წყნარ ევროპულ ცხოვრებაში" გადასვლა მიწიერ სამოთხედ ჩანდა, მაგრამ ეს დასავლური ბუტაფორია, იმჟამინდელი მმართველი პარტიის, შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ რეკლამა აღმოჩნდა, ჟვანიასა და სააკაშვილს მართლაც ჰქონდათ შანსი, აეშენებინათ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ჟვანია მოსკოვთან კარგი ურთიერთობისთვის მოკლეს, სააკაშვილი კი მოსკოვთან დააპირისპირეს, რადგან პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ვიზიტი იყო რუსეთში და, თუ იმის 10 პროცენტს მაინც შეასრულებდა, რაზეც მაშინ პუტინთან შეთანხმდა, საქართველო დღეს იქნებოდა მთლიანი, სამართლებრივი და აყვავებული სახელმწიფო. შევარდნაძესაც შეეძლო ასეთი სახელმწიფოს აშენება, თუ დაუჯერებდა წესიერ და ჭკვიან ადამიანებს... და როცა გააცნობიერა თავისი შეცდომა - სინამდვილებში რა მიზნებს ისახავდნენ მის მიერ ნაფერები მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები - უკვე გვიანი იყო: დასავლეთის წინაშე მარტოდ დარჩენილმა შევარდნაძემ შეისმინა ოჯახისა და დასავლელი "მეგობრების" - გენშერების, კოლებისა და ბუშების - შეგონებები და წააგო. "ვარდების რევოლუციის" შემდგომ წლებში ნებაყოფლობით ჩამოგდებულ შევარდნაძეს, პრაქტიკულად, შეზღუდული ჰქონდა საზღვარგარეთ გამგზავრება, სსრკ-ის ყოვლისშემძლე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც მსოფლიო უარესობისკენ შეცვალა, მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო თავის გამართლება საკუთარ თავისა და თანამოქალაქეების წინაშე, რომ ის შეიქნა ისეთი გარემოებების მსხვერპლი, რომლებისთვისაც წინააღმდეგობის გასაწევად ძალები არ ეყო. „დიდი დემოკრატისა" და დემოკრატიის თამაში "შემოქმედებითი" ედუარდ ამბროსიევიჩისთვის ცუდად დასრულდა ...

   დღეს ქართული სახელმწიფოს ლიდერები ანალოგიური გამოწვევებისა და არჩევანის წინაშე დგანან - წავიდნენ, როგორც შევარდნაძე, მოკვდნენ, როგორც ჟვანია თუ დაემორჩილონ დასავლეთს, როგორც სააკაშვილი - იმიტომ, რომ ხელი აღმართეს „წმინდათაწმინდაზე“ - უცხოურ აგენტებზე საქართველოში! თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური აგენტების/გავლენის შესახებ, ეს ნიშნავს მათ ოფიციალურ ლუსტრაციას და სრულიად საქართველო შეიტყობს, რომ საქართველოში უცხოური აგენტები, თურმე, არ არიან მხოლოდ რუსეთის, როგორც ამაში, ბოლო 30 წელია, ქართველ საზოგადოებას არწმუნებდნენ ქართული მედიასაშუალები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, არამედ დასავლეთისაც არიან! უფრო ზუსტად, სულაც არ არიან რუსეთის, რადგან, თუ დადასტურდება საქართველოში რუსული „რბილი ძალის“ არსებობის ფაქტები, ისინი იმდენად ძუნწი და უმწეო აღმოჩნდება, რომ რუსეთს უნდა შერცხვეს!

ეს კი ნიშნავს, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) ყოველწლიური ანგარიშები „კრემლის პროპაგანდის შესახებ", „რუსეთის რბილი ძალის შესახებ" და ა.შ. სქემებზე გამოსახული წითელი ისრები, რომლებიც კრემლიდან პირდაპირ მიემართებიან საქართველოში დასავლეთისთვის მიუღებელ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებზე - არის ბლეფი და პროვოკაცია (რის გამოც,   სხვათა შორის, ძალიან გაბრაზებული იქნებიან დასავლელი დამკვეთები, რომლებმაც ამდენი ფული გაატანეს ქარს)!

შედეგად, MDF -ის პრეზიდენტმა, ქართული მედიის უბიწოების მცველმა, ქართული საინფორმაციო სივრცის ეთიკის უმწიკვლო ეტალონმა - Facebook-ის ქართული სეგმენტის ოფიციალურმა ცენზორმა (fact checking -ის ჯგუფის ხელმძღვანელი), არასამთავრობო სექტორის „დედოფალმა“ თამარ კინწურაშვილმა შეიძლება არა მხოლოდ თანამდებობა დაკარგოს, არამედ სასამართლოშიც აღმოჩნდეს... პრობლემები აუცილებლად შეექმნება ერთადერთ „კაცს“ ქართველ „რესპუბლიკელებს“ შორის, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინათინ ხიდაშელს, რომელსაც კოვიდამდე პირი არ ეხურებოდა - „რუსული ნარატივი“, „რუსული ჰიბრიდული ომი“, „კრემლის რბილი ძალა“ - პატრიოტულად განწყობილ ყველა ძალას ადანაშაულებდა გრუ“-სთვის მითურ აგენტურულ მუშაობაში. ეს იმის მიუხედავად, რომ თვითონ ხიდაშელი მეუღლე უსუფაშვილთან ერთად თავში ნახსენებ „CIA“-ს ნომრიანი აგენტია, ისევე როგორც ყველა ქართველი "რესპუბლიკელი" (უსუფაშვილმა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, გაიტანა კანონი, რომლის მიხედვითაც, ჰეტეროსექსუალური უმრავლესობა დისკრიმინაციას განიცდის „ცისფერების“ - არა სისხლით, არამედ ორიენტაციის მიხედვით - მხრიდან).    

   სხვაგვარად, ნაცვლად იმისა, რომ გახარებოდათ, რატომ აკრიახდნენ, როგორც საქათმეში ქათმები მამლის დანახვაზე?! ბოლოს და ბოლოს, თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ის ხომ „ნიღბებს ჩამოხსნის“ საქართველოში „რუს აგენტებს“, რომლებზეც მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება გაჰყვირიან ისინი, ვინც სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციებში შრომის წიგნაკები გახსნეს და მერე პოლიტიკური კარიერა და კეთილდღეობა აიგეს?! მაგრამ ვაი, თუ საქართველოში „რუს აგენტებს" ვერ აღმოაჩენენ, ქართველი ხალხი პასუხს აგებინებს ყველა ამ თამარ-თინათინ-გიგაურ-ლომჯარიას და დასავლეთის გავლენის სხვა აგენტებს - გლობალიზმის აგენტებს - დასავლური სპეცსამსახურების აგენტებს, რომლებმაც დაასახიჩრეს ქართველი ახალგაზრდობა, შებილწეს სვეტისცხოველის კედლები და ჩამოაჭრეს ერაკლე II-ის მიერ საკუთარი სისხლის ფასად დადგენილ საქართველოს საზღვრებს!

 

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 3 თებერვალი
საქართველო, თბილისი