სამართალი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკი „ქართუ“ დააჯარიმა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაარსებული ბანკი „ქართუ“ 64 000 ლარით დააჯარიმა. სებ-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ შვიდი დარღვევა ეხებოდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და ამ კანონის შესაბამისად დადგენილ წესებს. ერთი შემთხვევა კი – პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ სებ-ის შესაბამისი ღონისძიებების გატარების შეუსრულებლობას ეხებოდა.