პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაადებს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს ვეტოს

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროექტი საქართველოს აშორებს ევროპას და მისი მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება, არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ყოველ შემთხვევაში, ვეტოს დავადებ. მე არა მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირი კანონი, რომ დაგვაშორონ ევროპას. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.