საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. „ინიციატივა ეწინააღმდეგება 12 პრიორიტეტიდან, სულ მცირე, ორს, სამოქალაქო საზოგადოების პრიორიტეტსა და მედიის თავისუფლების პრიორიტეტს, მესმის, რომ ეს მხოლოდ ინიციატივაა, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ განხილული, ასე რომ, ჯერ არის დრო“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ალბათ ნახეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ შაბათ-კვირას გამოქვეყნებული განცხადება. მე ადრეც ვისაუბრე ამ კანონზე, ეს არასწორი გზავნილია, არასწორი დროა. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება 12 პრიორიტეტიდან, სულ მცირე, ორს – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების პრიორიტეტებს. ასევე, მესმის, რომ ეს მხოლოდ ინიციატივაა, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ განხილული, ასე რომ, ჯერ არის დრო. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა. ჩემმა ხელმძღვანელებმა ბრიუსელში უკვე გამოხატეს თავიანთი მკაფიო პოზიცია, ეს შესაძლო კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.