სამართალი
„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს 26 მაისს დაკავებულებს

solidaroba26 მაისს საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა პატიმრობის 30-დღიანი ვადა დღეს, 00.30 საათზე, იწურება. მათ, ვისაც ხელისუფლებისგან მართულმა სასამართლომ გამოუტანა განაჩენი 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, გაათავისუფლებენ 25 ივნისს, დაახლოებით, 00.30 საათზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 მაისს ქ.თბილისში კინოთეატრ „რუსთაველთან“ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძეც, რომელიც უკანონო სასჯელს იხდის თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით 23.00 საათზე თელავის დროებითი დაკავების იზოლატორთან მივლენ, რითაც გამოხატავენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ყველა იმ უკანონოდ დაკავებულის მიმართ, ვინც 26 მაისს მშვიდობიანი აქციის დროს იქნა დაპატიმრებული არსებული რეჟიმის მიერ.

„თავისუფალი საქართველოს“ წევრების აზრით, დღეს ერთმანეთის მიმართ თანადგომა და სოლიდარობა პოლიტიკურ შეხედულებათა მიხედვით არ უნდა ხდებოდეს; უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ უნდა მოხდეს საყოველთაო კონსოლიდაცია.