პოლიტიკა
ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ინფორმაციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ბათუმი კონფერენციას – „საკონსტიტუციო კონტროლის წარსული და მომავალი ახალ დემოკრატიებში“ – უმასპინძლებს.
ღონისძიება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) დახმარებით იმართება. ვენეციის კომისიას კი აღნიშნულ კონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო წარმოადგენს.