საზოგადოება
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი.ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„6 თებერვალს კაჰრამანმარაშში მოხდა ორი ძლიერი მიწისძვრა. ამასთან ერთად რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქ ჰათაიში მოხდა დიდი მიწისძვრა. სამმა ძლიერმა მიწისძვრამ რეგიონს დიდი ზარალი მიაყენა. პირველივე დღიდან ჩვენმა მოძმე ქვეყანამ, საქართველომ პირველივე დღიდანვე დახმარების სურვილი გამოთქვაგამოაგზავნა დახმარება და სამაშველო ჯგუფი. საქართველოს პრემიერმინისტრი გუშინ ჩამოვიდა, შეხვდა ჩვენს პრეზიდენტს და მიუსამძიმრა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ჰათაიში და გაიზიარა ჩვენი ტკივილი. ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ სამაშველო ჯგუფს, რომლებიც პირველი დღიდან ჩამოვიდნენ და გვეხმარებოდნენ. მათ დიდი წვლილი აქვთ მიწისძვრით დაზარალებულების გადარჩენაში. ღმერთმა ქნას, რომ მსოფლიოში მსგავსი ტრაგედია არ დატრიალდეს“, - განაცხადა ფათიჰ დონმეზმა