სამართალი
ზურაბიშვილი: სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე...

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშილი ამბობს, რომ 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე მთავრობის წარმომადგენლები კიევში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან", - თქვა ზურაბიშვილმა.