პოლიტიკა
უკრაინიდან ჯარის გაყვანა რუსეთს საქართველო და 140 ქვეყანამ მოითხოვეს

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. 141 ქვეყანამ, მათ შორის საქართველო, მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 7 ქვეყანამ - რუსეთმაბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამერიტრეამ, ნიკარაგუამ და მალიმ. 32-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

დოკუმენტი ასევე მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. რეზოლუციაში ცალკე აღნიშნულია უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობა ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე სათანადო, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის გზით“.