აქტუალური
„საქართველოს ფოსტა“ ჯერ არ გაიყიდება

saqfosta„საქართველოს ფოსტის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილის აზრით, უახლოეს მომავალში ეს ობიექტი არ უნდა გაიყიდოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი „საქართველოს ფოსტის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, რაც ფინანსთა მინისტრის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ შპს „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზებაზე კონკურსი მიმდინარე წლის 7 იანვარს გამოაცხადა. კონკურსის პირობების თანახმად, მსურველებს ფოსტის სამომავლო განვითარების გეგმა უნდა წარმოედგინათ.

„საქართველოს ფოსტა“ ქართულ საფოსტო ბაზარზე მთავარი ოპერატორია. კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს, 87 000 კვ მ მიწას და შენობებს ფლობს. შპს-ის ოფისები საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ფუნქციონირებს.

როგორც ბაინდურაშვილი აცხადებს, ჯერ ობიექტი სრულად უნდა გაიმართოს, მოწესრიგდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას, ვის რა ფორმით გადაეცეს.