აქტუალური
საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება.
„ერთი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენი ერთიანობა თანამოაზრე პარტნიორებთან ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს.
უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა.
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აღნიშნულია განცხადებაში.