სამართალი
„თავისუფალი საქართველო“ 26 მაისის ტრაგედიის დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს

kaxa326 მაისის ტრაგედიის შემდეგ, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთგზის მოწოდებისა – ჩატარებულიყო ამ ფაქტზე მიუკერძოებელი გამოძიება, ხელისუფლება არანაირ ქმედებებს არ მიმართავს და ცდილობს, ეს მოვლენა დავიწყებას მიეცეს საზოგადოების მხრიდანაც.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ უერთდება 25 ივნისს, 23.00 საათზე, დაგეგმილ საპროტესტო ღონისძიებას და მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროტესტში.

ამავე დროს, პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება 26 მაისის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ დღეიდან იწყებს კონსულტაციებს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი მოთხოვნა გამოძიების ფორმატის შესახებ. თავისთავად ცხადია, პროცესი ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისათვის, მიუხედავად სხვა პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობისა.

მზად ვართ, მოთხოვნების შესრულების მიზნით, ერთიან დოკუმენტზე ხელისმომწერ ორგანიზაციებთან ერთად ვაწარმოოთ კოორდინირებული მოქმედებები.